Belive

ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/4-ფინალური წყვილები დაკომპლექტდა

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/4-ფინალური წყვილები დაკომპლექტდა და ჩოგბურთის გულშემატკივრები სუპერ დაპირისპირებების მოლოდინში არიან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2024 წლის პირველი სლემის 1/4-ფინალურ ეტაპზე ყველა ჩოგბურთელი TOP 10-ის წევრია, გარდა ამერიკელი ტეილორ ფრიცისა.

1/4-ფინალური წყვილები

1/4-ფინალში ძალიან მაგარი და საინტერესო დაპირისპირებები შედგება.

ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. ტეილორ ფრიცი

იანიკ სინერი Vs. ანდრეი რუბლევი

ჰუბერტ კურკაჩი Vs. დანილ მედვედევი

ალექსანდრ ზვერევი Vs. კარლოს ალკარასი

უკვე ცნობილია, რომ 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი ვერ განმეორდება, რადგან 2023 წლის ფინალისტი, ბერძენი - სტეფანოს ციციპასი ასპარეზობის 1/8-ფინალში ტეილორ ფრიცთან დამარცხდა, სწორედ ამერიკელი ჩოგბურთელი იქნება 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულის მეტოქე 1/4-ფინალში.

პირველი 1/4-ფინალური დაპირისპირებები 23 იანვარს, 07:30 საათზე დაიწყება, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩი - ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდება, ხოლო 13:30 საათზე იანიკ სინერი - ანდრეი რუბლევს შეხვდება და ნახევარფინალური ეტაპის საგზურს გაარკვევენ.

სხვა სტატიები