Belive

ზურა ტყემალაძემ შარმ-ელ-შეიხის ITF 15-ის კატეგორიის ტურნირი მოიგო

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს 904-ე ჩოგანმა, ზურა ტყემალაძემ, ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხის ITF 15-ის კატეგორიის ტურნირის ფინალში იტალიელი მეტოქე - მარსელო სერაფინი (528) ორ სეტში, ანგარიშით 6:1, 6:4 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ფინალური შეხვედრა 1 საათსა და 1 წუთს გაგრძელდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩში 4 ბრეიკ-პოინტი შეასრულა, საპასუხოდ კი საკუთარ ჩაწოდებაზე მხოლოდ 1 გეიმი დათმო.

ტყემალაძემ გადამწყვეტ მატჩამდე 4 თამაშის მოგება შეძლო - 1/16-ფინალში ფილიპო ბალდის აჯობა, 1/8-ფინალში - ალექსანდრ ზგიროვსკის, 1/4-ფინალში - დანილ ოსტაპენკოვს, 1/2-ფინალში კი - დანიელე კაპეჩის.

ზურამ ტურნირი ისე მოიგო, რომ 5 შეხვედრაში მხოლოდ 1 სეტი წააგო.

სხვა სტატიები