Belive

US Open | ბასილაშვილის მეტოქე მეორე წრეში ცნობილია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია. ქართველი ჩოგბურთელი ხვალ მაქსიმ კრესის (151) დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ 24 წლის ამერიკელმა თავისი შეხვედრა მსოფლიოს მე-12 ჩოგან, პაბლო კარენო-ბუსტას მოუგო. კრესი გამოცდილი ესპანელის წინააღმდეგ 0:2-ს აგებდა, თუმცა საოცარ შეხვედრაში ზედიზედ 3 სეტი მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ მაქსიმ პაბლოს წინააღმდეგ 46 ეისი შეასრულა. რაც შეეხება ნიკოლოზს, მან პირველ რაუნდში სებასტიან კორდა დაამარცხა. საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი მოიგო, რის შემდეგაც მეტოქემ თამაში შეწყვიტა.

სხვა სტატიები