Belive

სერენა უილიამსი US Open-ზე აილა ტომლიანოვიჩთან დამარცხდა (მიმოხილვა)

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ამერიკის ღია პირველობის 1/16-ფინალში გრანდ სლემების 23-გზის ჩემპიონი, სერენა უილიამსი მსოფლიოს 46-ე ჩოგანთან, აილა ტომლიანოვიჩთან 3 სეტში, ანგარიშით 5:7, 7:6, 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

დიდი ალბათობით, ეს ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელისთვის კარიერის უკანასკნელი მატჩი იყო, რადგან US Open-ის დაწყებამდე, სერენამ თავად განაცხადა, რომ მისი ბოლო ტურნირი სწორედ ამერიკის ღია პირველობა იქნებოდა.

,,ჩოგბურთი ჩემი ცხოვრების იმდენად დიდი ნაწილია, რომ მის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. იმდენი საოცარი მომენტი მქონდა, რომ ამ ყველაფრის გარეშე მომავალს ვერ ვხედავ.

როგორი იქნება ჩემი საქმიანობა ჩოგბურთში? არ ვიცი, ვფიქრობ, რაიმე ფორმით მივიღებ მონაწილეობას,'' - განაცხადა სერენამ დღევანდელი მარცხის შემდეგ.

უილიამსს კარიერის განმავლობაში სულ 73 ტიტული აქვს მოგებული, რითაც მხოლოდ მარგარეტ კორტს, შტეფი გრაფს, კრის ევერტსა და მარტინა ნავრატილოვას ჩამორჩება.

უილიამსი V ტომლიანოვიჩი - მიმოხილვა