Belive

"რთული პერიოდი მქონდა, ახლა მშვიდად ვარ," - ბასილაშვილის პირველი კომენტარი

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დოჰას ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტეილორ ფრიცი დამაჯერებლად, 7:6; 6:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ქართველი ჩოგბურთელი ხვალ გადამწყვეტ თამაშს რობერტო ბაუტისტა-აგუტთან გამართავს.
"პანდემიის დროს რთული პერიოდი მქონდა, კარგად ვერ ვთამაშობდი, ფინალში გასვლა კი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ამ ეტაპზე ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა. ახლა მშვიდად ვარ და ჩემი თამაში ძალიან მომწონს. ძალიან კარგია, რომ ტრიბუნებზე მაყურებელს ვხედავთ. ეს სიამოვნება დიდი ხანია არ გვქონია. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება და ნორმალურ რეალობას დავუბრუნდებით. რაც შეეხება ბაუტისტა-აგუტს, ის საოცარი ჩოგბურთელია. ესპანელი ძალიან კარგ ფორმაშია და ამ ტურნირზე შესანიშნავად ასპარეზობს. ხვალ საინტერესო თამაში გველის," - ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
დოჰას ტურნირის ფინალური დაპირისპირება ნიკოლოზ ბასილაშვილსა და რობერტო ბაუტისტა-აგუტს შორის ხვალ, 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები