Belive

როლან გაროსი 2021: ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
როლან გაროსის 2021 წლის გათამაშება სტარტს 30 მაისს აიღებს. ტურნირზე მონაწილეობს ნიკოლოზ ბასილაშვილი. 29 წლის ქართველის ბადე ცნობილია - ის პირველ წრეში დუშან ლაიოვიჩს (39) შეხვდება. აღნიშნული მეტოქის წინააღმდეგ ქართველს 5-ჯერ უთამაშია, 4 შემთხვევაში კი გამარჯვება მოახერხა. სერბული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ნიკოლოზი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ძირითად ბადეში მოხვედრილ ჩოგბურთელს დაუპირისპირდება. ბასილაშვილი წინა წლის როლან გაროსზე პირველივე შეხვედრაში, ტიაგო მონტეიროსთან (79) დამარცხდა. ზოგადად კი, ნიკოლოზი საფრანგეთის ღია პირველობის მეორე რაუნდში მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს გავიდა. ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის რეიტინგში 31-ე ადგილზეა.

სხვა სტატიები