Belive

ფრიცი დამარცხებულია - ბასილაშვილი ფინალშია!

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში ითამაშებს - ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ტეილორ ფრიცი 2 სეტში - 7:6; 6:1 დაამარცხა. პირველ სეტი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა - ნიკოლოზმა და ტეილორმა თითო-თითო ბრეიკი გაცვალეს, რის შემდეგაც საქმე ტაიბრეიკზე მივიდა. ბასილაშვილმა აქ დამაჯერებელი თამაში თამაში აჩვენა და 23 წლის ამერიკელი 7:3 დაამარცხა. პირველი სეტის მოგებით შექმნილი უპირატესობა 29 წლის ქართველმა შესანიშნავად გამოიყენა. მან ფრიცი პირველივე შესაძლებლობაზე დააბრეიკა და სეტი მარტივად, 6:1 მოიგო. დოჰას ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რობერტო ბაუტისტა-აგუტს (13) შეხვდება.

სხვა სტატიები