Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ადელაიდის ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ადელაიდაში მიმდინარე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში მსოფლიოს 91-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შვედ მეტოქესთან, მიკაელ იმერთან (69) დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 1:6 დათმო, მეორე სეტში კი, როცა ანგარიში 1:1 იყო, მოწინააღმდეგეს დანებდა.

ბასილაშვილმა 2023 წელს მეორე ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ორივე შემთხვევაში პირველივე მატჩი დათმო - ნიკოლოზმა 2 იანვარს პუნაში (ინდოეთი) მარკო ჩეკინატოსთან წააგო.

ადელაიდა 2-ის მოქმედი ჩემპიონი ტანასი კოკინაკისია, რომელმაც შარშან ფინალში არტურ რინდერკნეხს მოუგო.

სხვა სტატიები