Belive

მარტივი გამარჯვება - ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეორე წრეშია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქალაქ მეცში 250-იანი ტურნირი კარგად დაიწყო - მან ჯანლუკა მაგერი (75) 2 სეტში - 6:3; 7;6 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. Moselle Open-ის საწყის შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა 11 ეისის შესრულება მოახერხა. ნიკოლოზმა 26 წლის იტალიელი 4-ჯერ დააბრეიკა, თავისი ჩაწოდება კი ერთხელაც არ დაუთმია. ბასილაშვილი, რომელიც მეცში მე-8 ნომრად არის განთესილი, მერვედფინალში ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასა (45) და ჟილ სიმონს (99) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები