Belive

კალაშნიკოვა: "ჩემს ქვეყანაში სამართლიანობა ვერ ვიპოვე"

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ოქსანა კალაშნიკოვამ მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა, თუმცა უდიდეს სპორტულ ფორუმზე მონაწილეობის შესაძლებლობა იმის გამო დაკარგა, რომ განაცხადის გაგზავნა შესაბამისმა პირებმა ვერ მოახერხეს.
"იმის გამო, რომ ჩემს ქვეყანაში სამართლიანობა ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე, ვცადო და ოლიმპიადის იურიდიულ კომიტეტში განაცხადი გავგზავნო. არ ვიცი, რა შედეგი მოჰყვება ამას. ჯერჯერობით, არავის სურს აიღოს პასუხისმგებლობა თავის არაპროფესიონალიზმსა და უპასუხისმგებლო შეცდომაზე," - წერს ოქსანა სოციალურ ქსელში.

სხვა სტატიები