Belive

განახლებული რეიტინგი - ბასილაშვილი 6 პოზიციით დაწინაურდა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ორშაბათს ATP-ის ყოველკვირეული ოფიციალური რეიტინგი გამოქვეყნდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც გასულ კვირას, დოჰას ტურნირი ტრიუმფით დაასრულა, რამდენიმე პოზიციით დაწინაურდა. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის დაწყებამდე 42-ე ადგილზე იყო, რის შემდეგაც მან ჯერ მილმანი და ჯაზირი დაამარცხა, შემდეგ კი ფედერერი და ფრიცი. ფინალურ შეხვედრაში ნიკოლოზმა რობერტო ბაუტისტა-აგუტსაც აჯობა და კარიერაში მე-4 ტიტული მოიპოვა. ბასილაშვილი ამ წარმატებით რეიტინგში 6 პოზიციით დაწინაურდა და ახლა 36-ეა. აქვე გეტყვით, რომ 29 წლის ქართველი ხვალიდან დუბაის ტურნირზე იასპარეზებს. მეორე წრეში მისი მეტოქე ტეილორ ფრიცი იქნება.

სხვა სტატიები