Belive

გადარჩენილი 5 მატჩ პოინტი - ბასილაშვილის საოცარი გამარჯვება მეცში

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის მერვედფინალში საოცარი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა დავიდოვიჩ ფოკინასთან (45) პირველი სეტის 0:6 წაგების შემდეგ, შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა - 6:4; 7;6. ბასილაშვილმა გადამწყვეტ სეტში წარმოუდგენელი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და 5 მატჩ პოინტის გადარჩენა მოახერხა. ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელების საიცარი დაპირისპირება 3 საათს გაგრძელდა. ბასილაშვილი მეოთხედფინალში ფრანგ, გაელ მონფილსს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები