Belive

ენდი მარი: "ბასილაშვილი სათამაშო პრაქტიკის გარეშე დავამარცხე"

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
უიმბლდონის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ენდი მარის დაუპირისპირდა და 4 სეტში დამარცხდა. 34 წლის ბრიტანელმა ჩოგბურთელმა უიმბლდონზე 4 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი უიმბლდონის ორგზის გამარჯვებულის წინააღმდეგ საოცარ დაბრუნებასთან ახლოს იყო. მესამე სეტში 29 წლის ქართველი 0:5-ს აგებდა, თუმცა ზედიზედ 7 გეიმი მოიგო და თამაშში დარჩენა მოახერხა. ენდიმ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ნამდვილად შემეძლო, რომ შეხვედრა უფრო ადრე დამესრულებინა, თუმცა ბევრი ისეთი მოთამაშე არ არის, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ მეოთხე სეტს მაინც მოიგებდა. ვფიქრობ, კარგად ვითამაშე მესამე სეტის 5:3-მდე. ასეთი რამ ჩემს კარიერაში მანამდე არასდროს მომხდარა. წინ 3 ბრეიკით ვიყავი, 2 სეტი მოგებული მქონდა და გამარჯვებისთვის ვაწოდებდი. რატომღაც ხშირად მეკითხებიან, იქნება თუ არა ეს ჩემი ბოლო უიმბლდონი. როგორც ხედავთ, მე თამაში კიდევ მინდა. ჩემი მეტოქე იყო 28-ე ჩოგანი, რომელიც სათამაშო პრაქტიკის გარეშე დავამარცხე. ასე რომ, არსად მივდივარ," - ამბობს ენდი მარი.

სხვა სტატიები