Belive

ბასილაშვილის პოტენციური მეტოქე ფინალში ცნობილია

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში რობერტო ბაუტისტა-აგუტმა (13) ანდრეი რუბლიოვი (8) 2 სეტში დაამარცხა - 6:3; 6:3. როგორც მოგეხსენებათ, მეორე ნახევარფინალურ წყვილში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტეილორ ფრიცს (23) დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში, თუ დღეს ქართველი ჩოგბურთელი 23 წლის ამერიკელის ბარიერს დაძლევს, ფინალში სწორედ ესპანელ - ბაუტისტა-აგუტს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკოლოზმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - მეოთხედფინალში 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა.  

სხვა სტატიები