Belive

ბასილაშვილის მეტოქეს კორონავირუსი აქვს - ნიკოლოზი მეოთხედფინალშია

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქეს სებასტიან ბაეზის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ახალგაზრდა არგენტინელი ჰამბურგის ტურნირიდან მოეხსნა. ქართველი ჩოგბურთელი ევროპის ღია პირველობის მეოთხედფინალში ისე გავიდა, რომ მას ჯერ ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია. როგორც იცით, ნიკოლოზი ტურნირზე მესამე ნომრად არის განთესილი, რის გამოც ის პირველ წრეში ისვენებდა. ბასილაშვილი 1/4 ფინალში ტიაგო სეიბოთ ვაილდსა (127) და ლასლო ჯერეს (57) შორის გამარჯვებულს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰამბურგის 500-იანი ტურნირი კარიერაში ორჯერ, 2018 და 2019 წლებში აქვს მოგებული.

სხვა სტატიები