Belive

ბასილაშვილი ჟენევის ტურნირს მე-2 წრეში გამოეთიშა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟენევის 250-იან ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი დღეს ჟოაო სოუზას (79) დაუპირისპირდა და 2 სეტში - 4:6; 3:6 დამარცხდა. სამწუხაროდ, პორტუგალიელის წინააღმდეგ ბასილაშვილს პირველი ჩაწოდების მხოლოდ 39%-იანი სიზუსტე ჰქონდა, რის გამოც მან საკუთარი ჩაწოდების უპირატესობა არაერთხელ დათმო. ნიკოლოზმა სოუზას წინააღმდეგ კარიერაში მეორედ ითამაშა - სამწუხაროდ, გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ ქართველს გამარჯვება არ აქვს. მსოფლიოს 25-ე ჩოგანი ახლა როლან გაროსისთვის მოემზადება. საფრანგეთის ღია პირველობა 23 მაისს დაიწყება.

სხვა სტატიები