Belive

ბასილაშვილი როანის ჩელენჯერის 1/8-ფინალში გავიდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს 96-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ როანში მიმდინარე ჩელენჯერის 1/16-ფინალში ანტუან ჰოანგი (380) 3 სეტში, ანგარიშით 7:6, 4:6, 6:2 დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა.

მეთექვსმეტედფინალური მატჩი 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზი პირველ სეტში 2:5-ს მარცხდებოდა, 4:5-ზე კი მეტოქეს სეტ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა სეტის მოგება მაინც შეძლო.

მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე მატიას ბურჟე (საფრანგეთი, 361) იქნება, რომელმაც დღეს დენის იევსეიევთან იმარჯვა.

როანის ჩელენჯერის მოქმედი ჩემპიონი უგო გრენიეა - ფრანგმა შარშან ფინალში ჰიროკი მორიას მოუგო.

სხვა სტატიები