Belive

ბასილაშვილი რომის მასტერსს 1/16-ფინალიდან გამოეთიშა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს 25-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის 1/16-ფინალში კანადელ მეტოქესთან, დენის შაპოვალოვთან (16) ორ სეტში, ანგარიშით 4:6, 6:7 დამარცხდა. მატჩი 1 საათსა და 42 წუთს გაგრძელდა. ქართველი ჩოგბურთელი შაპოვალოვს კარიერაში მესამედ დაუპირისპირდა და პირველი შეხვედრა დათმო. რომში პირველ ნომრად განთესილი ნოვაკ ჯოკოვიჩია, მეორე ალექსანდრ ზვერევია, მესამე კი – რაფა ნადალი. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალია, ესპანელმა შარშან ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო.


სხვა სტატიები