Belive

ბასილაშვილი დუბაის ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დუბაის 500-იანთა თანრიგის ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის (19) პირველივე წრეში დასრულდა. ქართველი ჩოგბურთელი 1/16-ფინალში ალექსეი პოპირინს (66) დაუპირისპირდა და 2 სეტში - 2:6; 3:6 დამარცხდა. ავსტრალიელი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში "იღბლიანი წაგებულის" სტატუსით მოხვდა. პოპირინი საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა, თუმცა ტრავმირებული ფელიქს ოჟე-ალიასიმი ჩაანაცვლა და ნიკოლოზის ბარიერის დაძლევაც მოახერხა. ბასილაშვილი დუბაის პრესტიჟული ტურნირის პირველივე წრეში ზედიზედ მეორედ აგებს. გასულ წელს ის იან-ლენარდ შტრუფმა დაამარცხა.

სხვა სტატიები