Belive

ბასილაშვილი 2019 წელს ფუქსოვიჩთან მესამედ დამარცხდა და შტუტგარტის ტურნირს დაემშვიდობა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მიმდინარე კვირაში შტუტგარტის ტურნირი (250 სარეიტინგო ქულა) დაიწყო, სადაც მეოთხე ნომრად განთესილი იყო ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ამიტომაც ის შეჯიბრში მეორე ეტაპიდან ჩაერთო სადაც მისი მეტოქე უნგრელი მარტონ ფუქსოვიჩი იყო. წელს ისინი მეოთხეჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს, განვლილი 3 შეხვედრიდან 2 ფუქსოვიჩის გამარჯვებით დასრულდა. სამწუხაროდ, ნიკოლოზი დღესაც დამარცხდა, უნგრელმა ქართველი ჩოგბურთელი, 3 სეტში, ანგარიშით 7:6; 2:6; 5:7 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ცონგასა და რაონიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება. Live.ge წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზს მომავალ ტურნირებზე!

სხვა სტატიები