Belive

ATP ST. Petersburg - ფინალი (ვიდეო)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

დომენიკ ტიმი Vs მარტინ კლიჟანი

დასრულდა რუსეთის სანკტ-პეტერბურგის ტურნირი. საკმაოდ დაძაბული რაუნდების შემდეგ ფინალში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი დომენიკ ტიმი და 65-ე ჩოგანი მარტინ კლიჟანი დაუპირისპირდნენ. ფინალურ შეხვედრას როგორც მინიმუმ დაძაბულობის მოლოდინი ჰქონდა, რომელიც მარტინ კლიჟანის კარგი ფორმით იყო გამოწვეული (შეგახსენებთ, სლოვაკმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალურ რაუნდში ყველასთვის ცნობილი სტანისლას ვავრინკა დაამარცხა), თუმცა მოლოდინი არ გამართლდა - 25 წლის ავსტრიელმა მეტოქე გაანადგურა. პირველ სეტში მარტინ კლიჟანი ძალღონეს არ იშურებდა წარმატების მისაღწევად, მაგრამ მეტოქის მოწოდებაზე ვერაფერს ხდებოდა, რიგით მეოთხე საკუთარი მოწოდება კი წააგო და ნავსის გატეხვის შემდეგ მომდევნო 2 გეიმიც მეტოქეს გადააბარა - საბოლოოდ სეტი ანგარიშით 6:3 დასრულდა, დომენიკ ტიმის სასარგებლოდ. რაც შეეხება მეორე სეტს, ავსტრიელმა ჩოგბურთელმა თავიდანვე ჩაახშო მოწინააღმდეგის იმედები თამაშის შემობრუნებასთან დაკავშირებით და პირველი 3 გეიმი საკუთარ აქტივში ჩაიწერა, რომლის შემდეგაც კლიჟანმა ერთი გეიმის მოპოვება შეძლო, თუმცა ეს გეიმი მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა ამ თამაშის განმავლობაში - ტიმმა მიჯრით კიდევ 3 გეიმი მოიგო. ამ გამარჯვებით დომენიკ ტიმმა მსოფლიო რეიტინგში ერთი საფეხურით წინ გადაინაცვლა და ახლა იგი მე-7 პოზიციას იკავებს, რაც შეეხება მარტინ კლიჟანს მან 16 საფეხურით წინ წაიწია - ახალი კვირიდან იგი მსოფლიოს 49-ე ნომერი იქნება.

სხვა სტატიები