ალექსანდრე ბაკში კაჭრეთის 50-ქულიანი ტურნირის ფინალში დამარცხდა
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე ბაკში კაჭრეთის 50-ქულიანი ATP Challenger Tour-ის ფინალში დამარცხდა.
26 წლის ქართველი ფინალში ფრანგ რობინ ბერტრანდთან დამარცხდა, შეხვედრა 2:22 საათი მიმდინარეობდა, დაძაბული და მძიმე მატჩი 3 სეტიანი გამოდგა, პირველი სეტი ფრანგმა ჩოგბურთელმა 1:6 გაიმარჯვა, მეორე სეტში ალექსანდრემ 6:3 მოიგო, ხოლო გადამწყვეტ მესამე სეტში საქმე ტაიბრეიკამდე არ მივიდა და ბაკში 5:7 დამარცხდა.
ტურნირში მონაწილეობას იღებდა 25 ქვეყნის 56 ჩოგბურთელი, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 41 000 აშშ დოლარია.