Belive

45 წლის ვენუს უილიამსი ამერიკის ღია პირველობაზე ბრუნდება

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, 45 წლის ვენუს უილიამსი ამერიკის ღია პირველობაზე ბრუნდება. პრესტიჟული ტურნირის ორგანიზატორებმა უილიამსს სპეციალური მოსაწვევი ე.წ Wild Card-ი გადასცეს, რის შედეგადაც, 2 წლიანი პაუზის შემდეგ უილიამსი ნიუ იორკში კვლავ ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ვენუს უილიამსს ღია პირველობა კარიერაში 2-ჯერ 2000 და 2001 წლებში აქვს მოგებული. US Open-ი 24 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბერს დასრულდება. ვენუს უილიამსთან ერთად ტურნირზე ფრანგი კაროლინ გარსიაც ითამაშებს.

სხვა სტატიები