45 წლის დიეგო ფორლანს, ჩოგბურთში, ATP-ის ტურნირზე დებიუტი ექნება
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის", მადრიდის "ატლეტიკოს", მილანის "ინტერის" და "ვილიარეალის" ყოფილმა ურუგვაელმა ფეხბურთელმა, 45 წლის დიეგო ფორლანმა კარიერის გაგრძელება ჩოგბურთში გადაწყვიტა. ინფორმაცია დადასტურებულია და ის პირველ პროფესიონალურ მატჩს ATP Challenger-ზე ჩაატარებს.
ყოფილი ფეხბურთელის პროფესიონალური კარიერა, ურუგვაიში, Montevideo Open-ზე შედგება და ის წყვილთა თანრიგში, მსოფლიო რეიტინგის 101-ე ნომერ, ფედერიკო კორიასთან ერთად იასპარეზებს.
ურუგვაის ღია პირველობა თიხის საფარზე ჩატარდება, ტურნირი მომდევნო თვის შუა რიცხვებში აიღებს სტარტს - 11-17 ნოემბერი.
L'ancien footballeur Diego Forlan disputera le Challenger de Montevideo en double avec Federico Coria https://t.co/FEYVe81Z30 pic.twitter.com/hcCcSkH03c
— L'ÉQUIPE (@lequipe) October 21, 2024