Belive

28-30 აგვისტოს მზიური betlive Challenge Cup-ს უმასპინძლებს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

28, 29 და 30 აგვისტოს ბეთლაივის სახელობის სამოყვარულო და პროფესიონალური ჩოგბურთის წყვილთა ჩემპიონატი, "betlive Challenge Cup" გაიმართება. ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას პროფესიონალი და მოყვარული ჩოგბურთელები მიიღებენ, მზიურის საჩოგბურთო კორტებზე მეორედ ჩატარდება.

დაინტერესებულ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება ფინალური მატჩი belive-ს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით, ლაივ რეჟიმში იხილოს.

 

როგორც აღვნიშნეთ, "betlive Challenge Cup" მზიურის კორტებზე მეორედ გაიმართება. გასული წლის სექტემბერში ჩატარებულ ტურნირზე მონაწილეობა 32-მა ადამიანმა მიიღო - თითო წყვილში კი 1 პროფესიონალი და 1 მოყვარული მოთამაშე ასპარეზობდა. გამარჯვებული ვაჟა ქომეთიანისა და სანდრო მეტრეველის წყვილი გახდა.

აღსანიშნავია, რომ "betlive Challenge Cup"-ში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების წევრებმაც მიიღეს, ტურნირის საპრიზო ფონდმა კი 20000 ლარი შეადგინა.

სხვა სტატიები