Belive

234 კმ/სთ - საბა ფურცელაძე 2023 წლის ყველაზე სწრაფი ჩაწოდების ავტორია

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის, საკვალიფიკაციო ეტაპზე, საბა ფურცელაძისა და ჩარლზ ბრუმის დაპირისპირება შედგა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელი მოწინააღმდეგე 3 სეტში (6:4, 2:6, 6:3) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბრუმის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, საბა ფურცელაძე 2023 წლის ყველაზე სწრაფი ჩაწოდების ავტორი გახდა. ფურცელაძემ ბურთი 234 კმ/სთ სიჩქარით ჩააწოდა.


329678239_588402096488559_3231554765007936277_n

სხვა სტატიები