2026 წელს თიხაზე პირველად | ნოვაკ ჯოკოვიჩი რომის მასტერსზე ბრუნდება
38 წლის ლეგენდარული ჩოგბურთელი - ნოვაკ ჯოკოვიჩი 2026 წელს თიხის საფარზე პირველად ითამაშებს. 24 სლემის მფლობელი 2026 წელს სულ მესამე შეჯიბრზე მიიღებს მონაწილეობას - მან ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი ითამაშა, შემდეგ კი ინდიან უელსის მესამე რაუნდში დამარცხდა და 15 მარტის შემდეგ კორტზე პირველად ვიხილავთ.
ლეგენდარული ნოლე უკვე რომშია და რომის მასტერსისთვის ემზადება. მან დაადასტურა, რომ 2026 წლის როლან გაროსზეც მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი უკვე ბალახის საფარზე იფიქრებს და უიმბლდონისთვის მოემზადება.
Novak Djokovic has filled an entire stadium in his return to Italy by merely practicing.
— Danny (@DjokovicFan_) May 4, 2026
There is not an empty seat in the house and they are chanting his name.
Novak Djokovic is bigger than tennis.pic.twitter.com/ENWT3tBNec
ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP ტურში ტრავმის გამო ვერ ასპარეზობდა, ახლა კი იმ ტურნირზე ბრუნდება, რომლის 6-გზის გამარჯვებულიცაა.
ნოლე ალექსანდრ ზვერევის ბადეშია განთესილი და პირველ მატჩს 8 მაისს გამართავს. თუ ვინ იქნება მისი მეტოქე რომის მასტერსის ძირითად ბადეში, ამის შესახებ ცნობილი მოგვიანებით გახდება.