Belive

2016 წლის შემდეგ პირველად - ენდი მარიმ TOP 5-ის წევრი დაამარცხა | მიმოხილვა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ენდი მარი შტუტგარტის ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს. ლეგენდარულმა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა დღეს 1/4 ფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი 2 სეტში - 7:6; 6:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მარი თავისთვის საყვარელ ბალახის საფარზე შესანიშნავად გამოიყურება. 35 წლის ჩოგბურთელმა წელს ჩატარებული 7 მატჩიდან 6 მოიგო და მხოლოდ 1 დათმო. აღსანიშნავია, რომ ენდიმ 2016 წელს, შემაჯამებელ ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხების შემდეგ, რეიტინგის TOP 5-ის წევრის წინააღმდეგ პირველად გაიმარჯვა. ენდი მარი Boss Open-ის ნახევარფინალში ნიკ კირიოსს (78) დაუპირისპირდება. ავსტრალიელსა და დიდ ბრიტანელს ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე 8-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 6 მოგება მარის ანგარიშზეა.

ენდი მარი (დიდი ბრიტანეთი) – სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) –7:6; 6:3 (მიმოხილვა)

სხვა სტატიები