Belive

უკრაინელი ჩოგბურთელი: ,,არცერთი რუსი მოთამაშისგან ბოდიში არ მომისმენია''

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 54-ე ჩოგანი, მარტა კოსტიუკი გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ რუსი ჩოგბურთელები მათი ქვეყნის უკრაინაში შეჭრის გამო, ბოდიშის მოსახდელად მზად არ არიან:
,,ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემს სანახავად არცერთი რუსი მოთამაშე არ მოსულა. არცერთ მათგანს არ გამოუხატავს სინანული იმასთან დაკავშირებით, რასაც მათი ქვეყანა ჩემს ქვეყანას უკეთებს. ერთმა ჩოგბურთელმა შეტყობინება გამომიგზავნა, მეორეს ვესაუბრე, მაგრამ ბოდიში არავისგან არ მომისმენია. არავის უთქვამს, რომ წინააღმდეგია იმის, რაც ხდება. ჩემთვის ეს შოკისმომგვრელია. მტკივნეულია, როცა კორტზე რუს მოთამაშეებს ვხედავ. ახლა მათი ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ფულის გადარიცხვა არ შეუძლიათ, სწორედ ამაზე საუბრობენ. მიმაჩნია, რომ ეს მიუღებელია. რატომ იქცევიან ისინი ასე? ეს ჩემთვის აუხსნელია, არ ვიცი...'' - განაცხადა კოსტიუკმა.
21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა.

სხვა სტატიები