Belive

ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირზე მე-4 ნომრადაა განთესილი

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს 23-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს 250-იან ტურნირზე (Open Sud de France) ასპარეზობას, სადაც მე-4 ნომრადაა განთესილი, მერვედფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე ალექს მოლკანსა (სლოვაკეთი, 74) და საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს შორის გაირკვევა. მონპელიეში პირველ ნომრად განთესილი ალექსანდრ ზვერევი იქნება, მეორე რობერტო ბაუტისტა აგუტია, მესამე კი - გაელ მონფილსი. ნიკოლოზის ბოლო ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა იყო, სადაც პირველივე წრეში ენდი მარისთან დამარცხდა. Open Sud de France-ი 31 იანვარს დაიწყება და 6 თებერვალს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი დავიდ გოფენია, რომელმაც შარშან ფინალში რობერტო ბაუტისტა აგუტს მოუგო.


სხვა სტატიები