Belive

10 კარიერული და 2 სლემის ტიტული - მუგურუსამ კარიერა დაასრულა

1 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა, ესპანელმა - გარბინ მუგურუსამ, 30 წლის ასაკში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

კარიერის დასრულების მიზეზი ხანგრძლივი ტრავმები და მენტალურ პრობლემებთან გაუმკლავებლობა გახდა.

გარბინ მუგურუსამ WTA ტურში, კარიერის განმავლობაში 10 ტიტულის მოპოვება შეძლო, საიდანაც 2 დიდი სლემის იყო.

მუგურუსამ 2016 წელს კარიერის პირველი დიდი სლემის ტურნირი - როლან გაროსი მოიგო, სადაც ფინალში შეჯიბრის პირველ ნომრად განთესილი - სერენა უილიამსი 2-სეტში 5:7; 4:6 დაამარცხა.

2017 წელს კი ესპანელმა ჩოგბურთელმა უიმბლდონი მოიგო, სადაც ფინალში ვენუს ვილიამსი საკმაოდ მარტივად, 2-სეტიან დაპირისპირებაში 7:5; 6:0 დაამარცხა.

სწორედ 2017 წელს, უიმბლდონის გამარჯვების შემდეგ შეძლო და მუგურუსამ მსოფლიოს პირველი ჩოგანის სახელიც მოიხვეჭა.

მუგურუსამ კარიერაში $24,813,379 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც WTA რეიტინგში მსოფლიოში მე-13 საუკეთესო შედეგია.