ფიჯიმ მსოფლიო თასისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის, ფიჯის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – “მფრინავი ფიჯელების” გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, საიმონ რაივალუიმ უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა. სპეციალისტის რჩეულთა შორის 45 მორაგბე მოხვდა, საიდანაც 23 “ფიჯიან დრუას” წარმოადგენს, ხოლო 13 – ფრანგული ტოპ 14-ს. 45 რჩეულს შორის, რამდენიმე გამორჩეული ვარსკვლავია, რომელთაც ქართული პუბლიკა კარგად იცნობს (სემი რადრადრა, […]
ჩემპიონთა ლიგა 2018/19: რას უნდა ველოდოთ ჯგუფური ეტაპის მატჩებისგან?
მონაკოში გამართული UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ, ევროპის 32 ტოპ-კლუბი, 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა. არაერთი საფეხბურთო მიმომხილველის თვალსაზრისით, ჩემპიონთა ლიგის გურმანებს შესანიშნავი მატჩები ელით. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ისეთი კალიბრის გუნდები, როგორიცაა “ლივერპული” და “ინტერი” მე-3 და მე-4 კალათებში იყვნენ განთესილი. ჩემპიონთა ლიგას თავიდანვე განსაკუთრებული ინტრიგა ჰქონდა შეძენილი. დასრულებული კენჭისყრის შემდეგ, რამოდენიმე სიკვდილის ჯგუფი გამოიკვეთა, რომელშიც […]
ლივერპულის რთული კალენდარი
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ, “ლივერპულის” მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. თამამად შეიძლება აღინიშნოს, რომ მერსისაიდული გრანდი სიკვდილის ჯგუფში მოხვდა, რომელშიც “პსჟ”-ს და “ნაპოლის” დაუპირისპირდება. იურგენ კლოპს საკმაო თავსატეხი გაუჩნდა, ინგლისის პრემიერლიგის გადატვირთული კალენდრის ფონზე, მერსისაიდელებს ჩემპიონთა ლიგაზეც მოუწევთ ნერვიულობა. 22 დღიან ინტერვალში, “ლივერპული” 7 ურთულეს შეხვედრას გამართავს. სექტემბერში და ოქტომბერში გასამართი მატჩების შემდეგ, “ლივერპულის” საჩემპიონო შანსების […]
ქართული ფიასკო ევროპა ლიგაზე
UEFA-ს ევროპა ლიგაზე ასპარეზობა, არა მხოლოდ ქართული გუნდებისათვის – არამედ ევროპის სხვადასხვა კლუბებში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვისაც იმედგაცრუებით დასრულდა. ევროპის რანგით მეორე ტურნირის პლეი-ოფში შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლუბი, ქუთაისის “ტორპედო” “ლუდოგორეცთან” ორი შეხვედრის ჯამში 0:5 დამარცხდა და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩა. ქართული გუნდების წარუმატებელი ასპარეზობის ფონზე, გულშემატკივრების ინტერესის სფეროს, ევროპულ კლუბებში მოთამაშე ქართელი ლეგიონერების […]
ქუთაისის ტორპედო ლუდოგორეცთან განადგურდა
UEFA-ს ევროპა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში, “ლუდოგორეცმა” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა. მატჩი ბულგარული კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. წყვილში გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსით მოსარგებლე “ლუდოგორეცმა” საქართველოს მოქმედი ჩემპიონი პირველ შეხვედრაშიც დაამარცხა (1:0) და განმეორებითი მატჩის წინ პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. “ტორპედოს” გამანადგურებელი ანგარიშით მარცხში დიდწილად სწრაფმა გოლმა შეიტანა წვლილი. ვურამ შეხვედრის სტარტზევე, მე-6 წუთზე “ლუდოგორეცი” დააწინაურა. პირველივე […]
სტივენ ჯერარდის რეინჯერსი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს
UEFA-ს ევროპა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა, რომელშიც “უფა” სტივენ ჯერარდის გაწვრთნილ”რეინჯერსს” დაუპირისპირდა, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შედეგად, ორი შეხვედრის ჯამში, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის უფლება “რეინჯერსმა” მოიპოვა. რუსული კლუბის კარში გატანილი პირველი გოლის ავტორად ოვიმუნო ეჯარია მოგვევლინა. “ლივერპულიდან” განათხოვრებულმა ნახევარმცველმა, “უფას” კარი მე-13 წუთზე აიღო. მატჩის 32-ე წუთზე, დმიტრი სისუევმა შეძლო წონასწორობის აღდგენა. ზუსტად 5 […]
საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
გარეტ საუთგეიტმა ესპანეთის (8 სექტემბერი) და შვეიცარიის (11 სექტემბერი) წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. შემადგენლობაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალამდე მიაღწია, საუთგეიტმა 5 ცვლილება განახორციელა. ალექს მაკარტი (“საუთჰემპტონი”), ჯო გომესი (“ლივერპული”), ლუკ შოუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ადამ ლალანა (“ლივერპული”) და ჯეიმს ტარკოვსკი (“ბარნლი”) მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ, თუმცა საუთგეიტმა ერთა ლიგის შეხვედრებისათვის ხუთივე მათგანი გამოიძახა. ინგლისელთა […]
უნაი ემერიმ არსენალის სავარჯიშო პროცესში ცვლილებები შეიტანა
ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა “მეთოფეების” სავარჯიშო პროცესში კორექტივები შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ემერიმ არა მხოლოდ სავარჯიშო პროცესი შეცვალა – არამედ ფეხბურთელების დიეტასა და ფორმაზეც იზრუნა. ერთ-ერთ მთავარ ცვლილებად სავარჯიშო მოედნების სიახლოვეს დახურული სატრენაჟორო დარბაზების მოწყობა ითვლება. ამიერიდან “არსენალის” ფეხბურთელებს შესაძლებლობა მიეცათ კარდიო დატვირთვები და მსგავსი ვარჯიშები მოედანთან ახლოს მოწყობილ დარბაზებში შეასრულონ. მაღალი პრესინგის ტაქტიკიდან გამომდინარე, რა […]
ლივერპული შესაძლოა სიკვდილის ჯგუფში აღმოჩნდეს
მიუხედავად იმისა, რომ “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალში გავიდა, იურგენ კლოპის გუნდი მე-3 კალათში აღმოჩნდა. 30 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის კენჭისყრა გაიმართება, არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა, რომ “ლივერპული” სიკვდილის ჯგუფში აღმოჩნდეს. მადრიდის “რეალი”, “ნაპოლი”, “დორტმუნდი” და “ინტერი” მერსისაიდული გრანდის პოტენციურ მოწინააღმდეგეთა რიცხვში შედიან. შესაძლოა “ლივერპულის” ზოგიერთი გულშემატკივარი […]
პსჟ-ს ფეხბურთელისათვის ბრძოლაში ბარსელონა დაწინაურდა
“ბარსელონა” “პსჟ”-ს ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოსათვის გამართულ ბრძოლაში დაწინაურდა. ესპანური გამოცემის Sport-ის მტკიცებით, “ბლაუგრანას” წარმომადგენლები აქტიურ მოლაპარაკებებს მართავენ ადრიენ რაბიოს გასაფორმებლად. ფრანგ ნახევარმცველს, მოქმედი კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება, მის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები კი ჯერ არ დაწყებულა. ანდრეს ინიესტას და პაულინიოს გუნდიდან წასვლის შემდეგ, კატალონიური გრანდის წარმომადგენლები ნახევარდაცვის გასაძლიერებლად, იდეალურ კანდიდატურად სწორედ რაბიოს განიხილავენ. ადრიენ რაბიოს შეძენას აქტიურად […]
დორტმუნდი იუვენტუსის ფორვარდით ინტერესდება
გერმანული და იტალიური მედია საშუალებების მტკიცებით, “დორტმუნდმა” მარიო მანჯუკიჩის თაობაზე “იუვენტუსს” ოფიციალური წინადადებით მიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიან გერმანულ ტაბლოიდ Bild-ზე დაყრდნობით, Calciomercato ავრცელებს. ტურინელთა ხორვატი შემტევის მიმართ ინტერესს დორტმუნდელები დიდი ხანია იჩენენ, თუმცა მასიმილიანო ალეგრის მანჯუკიჩის შენარჩუნება სურს. იტალიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ მანჯუკიჩი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და მასთან გამომშვიდობება ჯერ კიდევ ნაადრევია. გასულ ზაფხულს, “მანჩესტერ იუნაიტედიც” […]
მანჩესტერ იუნაიტედი 22 წლის ფორვარდთან მოლაპარაკებებს მართავს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ანტონი მარსიალთან მოლაპარაკებებს მართავენ. 22 წლის ფრანგი ფორვარდი 2015 წელს შეუერთდა წითელ ეშმაკებს. მარსიალში სოლიდური თანხის (£58 მილიონი) გადახდის შემდეგ, იგი ერთ ერთ ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა შემტევად ითვლებოდა, თუმცა ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედის” ძირითად შემადგენლობაში მარსიალისთვის ადგილი არ მოიძებნა. არაერთი საფეხბურთო ექსპერტის მტკიცებით, მარსიალი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის ზღვარზე იყო, […]