ჰარი მაგუაიერს მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება არ სურს
როგორც ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ბრიტანულმა სპორტული გამოცემამ “Skysports”-მა დაწერა, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის კლუბის კაპიტანს – ჰარი მაგუაერს £10 მილიონი ფუნტი გადაუხადოს, იმ შემთხვევაში თუ ინგლისელი მცველი კლუბს ამ ზაფხულში დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერიკ ტენ ჰაგს კლუბის გაძლიერება სურს და როგორც ჩანს, მის სამომავლო გეგმებში მაგუაიერი არ შედის. თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ […]
ზიდანთან დაახლოებულმა პირებმა პარი სენ-ჟერმენთან კავშირი უარყვეს
“რეალ მადრიდიდან” წასვლის შემდეგ, არ წყდება ჭორები ზინედინ ზიდანის ფეხბურთში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ფრანგი სპეციალისტი არაერთხელ დააკავშირეს “მანჩესტერ იუნაიტედთან”, “პსჟ-სთან”, “იუვენტუსთან” და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთანაც კი. თუმცა, 50 წლის “ზიზუ” კვლავ ჩამოშორებულია სამწვრთნელო საქმიანობას. 2022 წელს ზინედინმა აღნიშნა, რომ მალე საინტერესო სიახლეს გაავრცელებდა. “მენატრება თუ არა მწვრთნელის პიჯაკი? ცოტაც მოიცადეთ. შორს არ არის ის დრო, რომ […]
“კიმიხმა მითხრა, რომ ის ჩემი ფანია” – ხავი
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ესპანურ სპორტულ გამოცემა Jijantes-თან ინტერვიუში თითქოს გულშემატკივარს მიანიშნა, რომ “ბაიერნის” ფეხბურთელის იოზუა კიმიხის მიმართ ინტერესი აქვს. ცნობილია, რომ ესპანელ თავკაცს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ახალი ნახევარმცველის დამატება სურს. Jijantes-ის მიერ კიმიხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ხავიმ ასე უპასუხა: “მე მას კატარში ვესაუბრე, ღონისძიებაზე შევხვდით და მითხრა, რომ ის ჩემი ფანია. “ბარსაში” […]
მატეო კოვაჩიჩმა სიტისთან შეთანხმებას მიაღწია
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატეო კოვაჩიჩმა “სიტისთან” შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, გუნდები ფეხბურთელის ფასზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გაისაუბრენენ. 2022-2023 წლების სეზონში ხორვატმა ,,არისტოკრატების” მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ ხვალ “სიტის” ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელის. 10 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გვარდიოლას გუნდი “ინტერს” დაუპირისპირდება. […]
ილქაი გიუნდოგანმა სიტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი თვის ბოლოს კლუბს დატოვებს. Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ილქაი გუნდს დატოვებს. იგივე წყარო წერს, რომ გიუნდოგანმა “ბარსელონასთან” სამ წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, 32 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან ოფიციალურად კონტრაქტს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გააფორმებს. ამბობენ, რომ […]
ჯერ ავტოგრაფი მიიღო, ახლა მის გვერდით ითამაშებს – ინტერ მაიამის ახალაგაზრდა მეკარის დაუვიწყარი დღე
როგორც უკვე ყველამ ვიცით, ლიონემ მესი კარიერას “ინტერ მაიამიში” გააგრძელებს. ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის არგენტინელი ამერიკულ კლუბთან რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს. სხვათაშორის, ლიონელ მესი “ინტერ მაიამიში” აქამდეც ყოფილა. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყვებამდე არგენტინის ეროვნული ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს ფლორიდაში გადიოდა. სწორედ მაშინ ივარჯიშა მესიმ “ინტერ მაიამის” რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად. აღსანიშნავია, რომ მათ შორის […]
მაროკოელმა ფეხბურთელმა სოფიან ამრაბატმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე თავი არაჩვეულებრივად წარმოაჩინა. ზამთარში საკმაოდ აქტიურად იწერებოდა, რომ მის მიმართ არაერთი მაღალი დონის კლუბი იჩენდა ინტერესს. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ფიორენტინას” ნახევარმცველის დამატება “ბარსელონას” სურდა. ამ ამბიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა და მაროკოელი კვლავ იტალიური კლუბის რიგებში ირიცხება. თუმცა, რამდენიმე საათს წინ გაავრცელდა სოფიანის ძმის […]
ინტერ მაიამი გუნდის აწყობას მესის გარშემო გეგმავს
Euro Foot-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ინტერ მაიამი” გეგმავს, რომ გუნდი მათი ახალწვეულის – ლეო მესის გარშემო ააწყოს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, მოლაპარაკებები სერხიო ბუსკეტსთან, ხორდი ალბასთან და ლუის სუარესთან მალე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ხორდი ალბა სეზონის ბოლოს “ბარსელონაში” 11 წლიან კარიერას ასრულებს. კატალონიურ კლუბში ბუსკეტსის მომავალიც ბუნდოვანია. რაც შეეხება ლუის სუარესს, ის “გრემიოს” რიგებში ასპარეზობს […]
ალ აჰლი რიად მაჰრეზის მიმართ ინტერესს იჩენს
სატრანსფერო რადარზე კიდევ ერთი არაბული გუნდი გამოჩნდა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის თანახმად, “ალ აჰლი” რიად მაჰრეზით ინტერესდება. სპორტული ჟურნალისტის თქმით, ეს ინტერესი დადასტურებულია. არაბულ კლუბს ალჟირელი შემტევის შეძენა ძალიან სურს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ “ალ აჰლის” “მანჩესტერ სიტისთან” ჯერ მოლაპარაკებებიც კი არ დაუწყია. მიმდინარე სეზონში მაჰრეზმა “მანჩესტერ სიტის” მაისური 47-ჯერ მოირგო და 13 საგოლე გადაცემასთან ერთად […]
ნ’გოლო კანტე კარიერას ალ იტიჰადში გააგრძელებს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნ’გოლო კანტე კარიერას “ალ იტიჰადში” გააგრძელებს. 32 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება ლონდონშივე გაიარა. ფრანგმა არაბულ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, გახანგრძლივებით პერსპექტივით. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, სეზონში 100 მილიონ ევროს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ კანტეს “ჩელსიში” დარჩენა სურს, მხარეები ახალი კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ “ალ იტიჰადთან” ერთად ნ’გოლოს დამატებას “ალ ნასრიც” ცდილობდა.
ჩესლინ კოლბი მეგა კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არის
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ჩესლინ კოლბი მეგა კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ აფრიკელი მორაგბე იაპონიის ლიგის ერთ-ერთი ლიდერის Suntory Sungoliath რიგებში ითამაშებს. სამხრეთ აფრიკული გამოცემის News24-ის თანახმად, კოლბი იაპონიაში გადასვლის შემდეგ, სეზონში 155 მილიონ იენს მიიღებს, რაც 1 მილიონ დოლარზე მეტია. კოლბის ამჟამინდელმა კლუბმა “ტულონმა” განაცხადა, რომ მათ მორაგბესთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს […]
ზლატანმა მის საუკეთესო თერთმეტეულში საკუთარი თავიც დაასახელა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იმ ფეხბურთელების საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, რომლებთანაც მისი კარიერის განმავლობაში უთამაშია. საინტერესოა, რომ ზლატანმა საუკეთესოთა გუნდში მისი თავიც დაასახელა. შვედს კარიერის განმავლობაში არაერთ კლუბში უთამაშია და შიდა ჩემპიონატებს რვა წლის განმავლობაში ზედიზედ იგებდა. ზლატანმა ეს “აიაქსის”, “იუვენტუსის”, “ინტერის”, “ბარსელონასა” და “მილანის” რიგებში მოახერხა. გარდა ამისა, მას “პსჟ-სთან” ერთად საფრანგეთის ჩემპიონატიც აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ […]