ჯუდ ბელინგემი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი, “ბუნდესლიგის” წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამ სეზონში, ინგლისელი ფეხბურთელი შეუდარებელ ფეხბურთს თამაშობდა და რომ არა ბოლო ტურში ნათამაშები ფრე, დორტმუნდთან” ერთად პირველ ჩემპიონობასაც იზეიმებდა. “დორტმუნდის” ჩემპიონობა არ შედგა, თუმცა ბელინგემს ინდივიდუალური ოსტატობა დაუფასდა, რის შემდეგაც, ბელინგემმა თავმდაბალი განცხადება გააკეთა. “ამ გუნდში მოსვლის დღიდან, ჩემი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდებოდა. განვითარებაში ჩემი თანაგუნდელები, […]
პოჩეტინო: საუკეთესო ვარიანტი ჩელსისთვის
“ტოტენჰემთან” ემოციური გამომშვიდობების შემდეგ, მაურისიო პოჩეტინო “ნისლიან ალბიონს” მწვრთნელის რანგში პირველად უბრუნდება. მცირე მიმოხილვით დავიწყოთ: მიმდინარე სეზონში, “ჩელსიმ” ოთხი (!!!) მწვრთნელი გამოიცვალა. სტარტზევე, სრულიად მოულოდნელად, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა ტომას ტუხელმა დატოვა. იგი გრაჰამ პოტერმა ჩაანაცვლა, რომელსაც ზურგს “ბრაიტონის” შესანიშნავი გამოცდილება უმაგრებდა, თუმცა ამ უკანასკნელმა “არისტოკრატებში” ვერ გაამართლა. ბრუნო სალტორმა გუნდი მოედანზე მწვრთნელის რანგში მხოლოდ […]
Nothing Easy | Forbes-მა ზაზა ფაჩულიას სტატია მიუძღვნა
გეგმების ზედმიწევნით გაწერის, ცხრილების, მწვრთნელების მითითებებისა და სტრატეგიული განხილვების მიუხედავად, ერთ რამეს თავს ვერასოდეს აარიდებ – ცვლილებას. მისი დრო სწორედ მაშინ დგება, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდები ან როდესაც ყველაზე ნაკლებად ისურვებდი. ცვლილება ცვლის შენს ყოველდღიურობას, გამოჰყავხარ კომფორტის ზონიდან, შენგან კი სწრაფ ადაპტაციას ითხოვს. ცვლილება შენი ცხოვრების მუდმივი თანმდევია, შენ კი სწავლობ, თუ როგორ აუღო ალღო […]
ოლიმპიურ სპორტის სასახლეში ქართველი მწერლისა და ჟურნალისტის, დემიკო ლოლაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. მისი მორიგი ნაშრომი ქართული ხელბურთის ლეგენდას, იმედო ფხაკაძეს მიეძღვნა. იმედო ფხაკაძე თბილისის “ბურევესტნიკისა” (1962-74) და სსრკ-ს ნაკრების (1963-71) წევრი იყო. მის კარიერას ქართული ხელბურთის ოქროს ხანა უკავშირდება. იყო სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი. ასევე, […]
ბობი ფირმინო: ლივერპულის ნამდვილი ლეგენდა
რობერტო, იგივე ბობი ფირმინო, შაბათს “ენფილდზე” თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს. ამ ამბავს ჩუმად გვერდს ვერ ავუვლიდით – უყვართ მერსისაიდზე და მის გარეთ, გასახსენებელი და სასაუბრო კი ბევრია. კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. უდიდესი ალბათობით, “ასტონ ვილასთან” შეხვედრაში, კლოპის 11-ეულში მინიმუმ რამდენიმე წუთს გაატარებს, შემდეგ კი აგუგუნებულ “ენფილდსა” და ცრემლიან, თან მომღიმარ ბრაზილიელს ვიხილავთ. 361 მატჩი, 109 […]
ასეთი მასშტაბის მატჩი წელს პირველად იმართება. ფინალისტ “ინტერთან” ბოდიში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრა, სადაც ფინალში გამსვლელის ვინაობას “სიტი” და “რეალი” გაარკვევენ, სეზონის მთავარი ინტრიგის მატარებელია. ვინ ითამაშებს ფინალში? კვლავ “რეალი”, რომელმაც გასულ სეზონში “სიტის” გამარჯვება ხელიდან ბოლო წამს გამოსტაცა და რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში “ჩემპიონთა ლიგაზე” სტაბილურად დომინირებს? თუ “სიტი”, რომელსაც პეპის მისვლის […]
ეს უცნობი ისტორიაა, რომელიც დიდ ადამიანებს, დიდ სახელებს, კინოსა და ფეხბურთს აერთიანებს. 1975 წლის გაზაფხულზე, პარმაში გადაღებები მიმდინარეობდა. რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, პიერ პაოლო პაზოლინი “სალო, ანუ სოდომის 120 დღეს”, ხოლო ბერნარდო ბერტოლუჩი კი “მეოცე საუკუნეს” (იტალიურად, ‘ნოვეჩენტო”) იღებდა. ამ უკანასკნელში, მთავარ როლებს რობერტ დე ნირო და ჟერარ დეპარდიე ასრულებდნენ. ორ დიდ რეჟისორს დიდი ხნის მეგობრობა […]
ამირან გოგოლაძე – ბეთლაივს ახალი ამბასადორი ჰყავს
betlive.com-ის ამბასადორების რიცხვი იზრდება – ბრენდის წარმომადგენელი ამჯერად MMA-ის ქართველი მებრძოლი, ამირან გოგოლაძე გახდა. MMA-ის ყველაზე პრესტიჟული ქართული ორგანიზაციის, GFC-ის ჩემპიონი ამბობს, რომ betlive.com-თან ერთად არაერთ საინტერესო კამპანიაში ჩართვას და გულშემატკივართან უფრო მეტად დაახლოებას გეგმავს. 14-3, აქედან 8 ნოკაუტით: ასეთია 25 წლის ამირან გოგოლაძის პირადი შედეგი პროფესიონალურ MMA-ში. „სნაიპერად“ წოდებულ მებრძოლს, მსოფლიოს მასშტაბით, სხვასხვა ორგანიზაციებში […]
ნეაპოლში გამართული ზეიმისას, მაფიის ბოსის შვილი მოკლეს
“უდინეზესთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, “ნაპოლიმ” სერია A-ს ჩემპიონობა გაინაღდა, რასაც ემოციური ნეაპოლელების ზეიმი მოჰყვა. თუმცა საყოველთაო სიხარულისა და ცაში გაშვებული ფოიერვერკების ფონზე გასროლილმა ტყვიამ, მაფიის ბოსის 26 წლის შვილი იმსხვერპლა. გარდაცვლილის, ვინჩენცო კოსტანცოს სახელი, პოლიციისთვის უკვე კარგად ნაცნობი იყო – სამართალდამცავებთან შეხება მას არაერთხელ ჰქონდა. რაც შეეხება მის მამას, მაურიციო კოსტანცოს, პონტიჩელის (ნეაპოლის ერთ-ერთი […]
Goal.com | მარადონა ამაყია! დიდება კვარას, ოსიმენსა და სპალეტის!
ბოლო 33 წელიწადის განმავლობაში პირველად, პარტენოპეი იტალიის ჩემპიონი გახდა – ამ შედეგს, სეზონის დასაწყისში, ვერავინ ივარაუდებდა. ტურინში დასრულებული მატჩის შემდეგ 10 წუთი იყო გასული, როდესაც ჯაკომო რასპადორი ემოციებს ჯერ კიდევ ვერ მალავდა. ერთი ადამიანი იმ მასშტაბის მნიშვნელობას ვერ ატარებს, რაც დამატებით დროში, “იუვენტუსის” კარში გატანილმა მისმა გოლმა შექმნა. ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი, მეტოქის კარში დაუშვებლად გადაგზავნა […]
გიორგი ცხოვრებაძე: “მინდა, ევროპამ ჩვენი ძალა დაინახოს”
ისტორიაში პირველად, საქართველოს ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. გადამწყვეტ შეხვედრაში, ტიტე კალანდაძის ნაკრებმა, უძლიერესი უნგრეთის ნაკრები ანგარიშით 30:31 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი პენალტი, უკვე დასრულებულ დროზე, ფრანგული “მონპელიეს” მარჯვენა ინსაიდმა, გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა. სანაკრებო წარმატებისგან მიღებული ემოციებისა და საკლუბო კარიერის ახალი გამოწვევების შესახებ, 22 წლის მოთამაშე belive.ge-ის ესაუბრა. ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობდა. 16 წლის ასაკში, […]
„ბეთლაივმა“ მასტერ ლიგასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას, ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მედია მხარდაჭერასა და ზოგადად, ქართულ სპორტთან თანადგომას ითვალისწინებს. ორ მხარეს შორის შეთანხმება სახელის ცვლილებასაც მოიცავს: დღეიდან, ტურნირს “betlive მასტერ ლიგა” ეწოდება. მასტერ ლიგა ქართული სამოყვარულო ფეხბურთის ყველაზე წარმატებული პროდუქტია, რომელიც სპორტის ამ სახეობით […]