Belive

შვილმა მამას რონალდუს სტილში თმის შეჭრა სთხოვა

1 წთ
სამწუხაროდ დღესდღეობით ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია. ფეხბურთის გულშემატკივრებმა აღარ იციან რითი გაერთონ ან რა გააკეთონ. კრიშტიანუ რონალდუს ერთ-ერთმა პატარა გულშემატკივარმა, საკუთარ მამას სთხოვა, რომ მისთვის თმები, რონალდუსავით შეეჭრა. ბავშმა ზუსტად არ დააკონკრეტა, რონალდუ თუ რონალდო (ბრაზილიელი), რადგან მამას კრიშტიანუს სურათი აჩვენა.
მამამ შვილს კითხვა გაუმეორა - "ზუსტად რონალდოსნაირად?" ამის შემდეგ მამამ შვილს თმები შეჭრა. გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ბავშვის ახალი თმის სტილია ნაჩვენები. მამამ, შვილს თმები "კიჭასავით" შეჭრა და უთხრა რომ არსებობს მხოლოდ ერთი რონალდო.
 

სხვა სტატიები