Belive

რონალდო Vs. მალდინი - ლეგენდების დაპირისპირების იშვიათი კადრები (ვიდეო)

1 წთ
მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ რონალდო ყველა დროის საუკეთესო ცხრა ნომერია. ეჭვგარეშეა, რომ არა უმძიმესი ტრავმები - ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გვერდით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისათვის იბრძოლებდა. "პსვ ეინდჰოვენსა" და "ბარსელონაში" გატარებულმა ფენომენალურმა სეზონებმა რონალდოს ლეგენდებს შორის დაუმკვიდრა ადგილი. ორ სეზონში გატანილი 101 გოლით, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნებისმიერი მცველისათვის კოშმარად იქცა. 1997 წელს, "ინტერის" მაისურის მორგების შემდეგ, რონალდომ პირველივე სეზონში გაიბრწყინა - სეზონში გატანილი 34 გოლის პარალელურად, "ფენომენო" ოქროს ბურთს დაეუფლა. უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვების შემდეგ, რონალდოს კარიერაში მძიმე პერიოდი დადგა - მიყოლებით მიღებულმა მუხლის ორმა უმძიმესმა ტრავმამ, სუპერვარსკვლავს შეიძლება ითქვას, რომ კარიერის საუკეთესო წლები მოპარა. "დერბი დელა მადონინა" ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, თუმცა რონალდოს "ინტერისა" და პაოლო მალდინის "მილანის" დაპირისპირება კიდევ უფრო გამორჩეული და განსაკუთრებული გახლდათ. გავლენიანმა სპორტულმა ტაბლოიდმა givemesport.com-მა ლეგენდარული ფეხბურთელების დაპირისპირების იშვიათი კადრები გამოაქვეყნა.

სხვა სტატიები