ყველაზე ცუდად შესრულებული პენალტი პრემიერ ლიგის ისტორიაში?! | VIDEO

ინგლისის პრემიერ ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში, გასავარდნ ზონაში მყოფი “ნორვიჩი” “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდა. “კეროუ როუდზე” გამართული მატჩი, ფრედ 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 63-ე წუთზე, ზაჰას მასპინძელთა კარში მეორე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში საფეხბურთო მიმომხილველებმა და გულშემატკივრებმა ზაჰას დარტყმული პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდად შესრულებულ პენალტად მოიხსენიეს.

სტატიის ავტორი
-