Belive

ფრანგი სამართალდამცავებისა და ჩელსის ფანების დაპირისპირება

1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, "ლილი" "ჩელსის" დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა მარცხით, 1:2 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში "არისტოკრატებმა" 4:1 გაიმარჯვეს და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის პლეი-ოფში ასპარეზობას განაგრძობენ. ლონდონური კლუბის ფანები საფრანგეთში გაემგზავრნენ. ერთ-ერთ ბარში "ჩელსის" გულშემატკივრების მიერ მოწყობილი არეულობის აღმოსაფხვრელად ფრანგი სამართალდამცველების ჩარევა გახდა საჭირო. გავრცელებული ინფორმაციით, "ჩელსის" გულშემატკივრების დასაშოშმინებლად, ფრანგმა სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

სხვა სტატიები