მორანტის ულამაზესი GAME WINNER – მემფისი სერიაში დაწინაურდა | VIDEO

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მეხუთე მატჩში, “მემფისი” “მინესოტას” დაუპირისპირდა. “ფედექსფორუმზე” გამართული სანახაობრივი დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით 111:109 დასრულდა.

“გრიზლისმა” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და სერიაში 3:2 დაწინაურდა. “მემფისის” გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ჯა მორანტმა , რომელმაც პარკეტზე გატარებულ 44:33 წუთში, 30 ქულის, 13 მოხსნისა და 9 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.

მატჩის დასრულებამდე 3.7 წამით ადრე, მორანტმა ულამაზესი “გეიმ ვინერით” გამოიჩინა თავი და “მემფისი” სერიაში დააწინაურა.

მორანტის ულამაზესი GAME WINNER – მემფისი სერიაში დაწინაურდა | VIDEO

სტატიის ავტორი
-