Belive

ლა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ლევანტეს კაპიტანმა ცრემლები ვერ შეიკავა

1 წთ

ლა ლიგის 36-ე ტურში "ლევანტე" სტუმრად "რეალ მადრიდთან" 0:6 განადგურდა. ამ წაგებით ვალენსიური გუნდი ლა ლიგიდან გავარდა. მატჩის შემდეგ, ინტერვიუს დროს, "ლევანტეს" კაპიტანმა, ხოსე ლუის მორალესმა ცრემლები ვერ შეიკავა.

"ბოდიშს ვუხდით გულშემატკივრებს და მათ ვეტყვით, რომ ლა ლიგაში მალე დავბრუნდებით. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ერთიანები, ვიდრე ოდესმე და სეზონი საუკეთესოდ დავასრულოთ," - სწორედ ამ სიტყვების შემდეგ ატირდა მორალესი.

იხილეთ ვიდეო: