Belive

ბრუკლინი 112:116 ბოსტონი

1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის უპრინციპულეს, მე-4 შეხვედრაში, "ბრუკლინი" "ბოსტონს" დაუპირისპირდა. ნიუ იორკში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 112:116 დასრულდა. "ბრუკლინის" ლიდერმა - კევინ დურანტმა, პარკეტზე გატარებულ 46:39 წუთში, 39 ქულის, 7 მოხსნისა და 9 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო, თუმცა მისი გარჯა ამაო აღმოჩნდა. "ბოსტონ სელტიქსმა" სერიაში მშრალი ანგარიშით (4:0) გაიმარჯვა და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 1/4-ფინალური საგზური მოიპოვა. 1/4-ფინალში, "სელტიქსი" "მილუოკისა" და "ჩიკაგოს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები