ვილი სანიოლი: “ნორვეგიას ჰყავს ჰოლანდი, ჩვენ – კაშია”
2023 წლის პირველი მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა: “ნორვეგია ძალიან ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ დონის ნაკრებებთან თამაშის კარგი გამოცდილება დავაგროვეთ. მსურს, რომ, ის კარგი შედეგები და სათამაშო ფორმა, რომელიც 2022 წელს ვაჩვენეთ, გავაგრძელოთ და 2023 წელიც კარგად დავიწყოთ. რაც შეეხება ლუჩიანო სპალეტის, […]
ვის მისცეს ხმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა?!
2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას ვერსიით არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი გახდა. ხმის მიცემის პროცედურაში საფეხბურთო ნაკრებების კაპიტნები და მთავარი მწვრთნელები იღებდნენ მონაწილეობას. ფიფამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მეკარე ემილიანო მარტინესი გახდა ლუკა ლოჩოშვილს FIFA Fair Play-ს ჯილდო გადაეცა ხმის მიცემის პროცედურის დასრულების […]
ვილი სანიოლი: “კვარა საუკეთესოობისთის ყველაფერს აკეთებს – ნაპოლი მისთვის იდეალური ადგილია”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში მისი გუნდის და “ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარა ნამდვილად ის ფეხბურთელია, რომელზეც ყველა ყურადღებას ამახვილებს, რადგან ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, აბსოლუტურად წარმოუდგენელი განვითარების გზა ჰქონდა. მას ყოველთვის ჰქონდა შესანიშნავი თვისებები და ძალიან სწრაფად მოახერხა იტალიასთან ადაპტირება, ახლა კი ის გოლის გატანის ასპექტში საგრძნობლად […]
ვილი სანიოლი: “მარცხი საწყენია, მაგრამ მარტში თავს განსხვავებულად წარმოვაჩენთ “
2022 წლის ბოლო შეხვედრა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩის ეგიდით მაროკოს წინააღმდეგ არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გამართა და – 0:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, კომენტარი გააკეთა და 11-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ პირველი მარცხის შესახებ ისაუბრა. “დღეს ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მოტივაციით ემზადება. ჩვენი მოთამაშეები მზად არ იყვნენ […]
საქართველო მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2022 წლის ბოლო შეხვედრა გამართა და 3:0 დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდის მოწინააღმდეგე მუნდიალის მონაწილე მაროკო იყო. აფრიკელებმა სათამაშო უპირატესობა მატჩის საწყის წუთებშივე მოიპოვეს. მე-5 წუთზე გიორგი მამარდაშვილის კარი ენ ნესირმა აიღო. რაც შეეხება მეორე გოლს, ამჯერად თავი ჰაკიმ ზიეჩმა გამოიჩინა, რომელმაც გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა. საბოლოო წერტილი მაროკოელებმა 72-ე წუთზე დასვეს, […]
ვილი სანიოლი: “მაროკოსთან მატჩი შედეგზე მეტად ახალი ფეხბურთელების ინტეგრირებით არის მნიშვნელოვანი”
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წლის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. საქართველოს ეროვნული გუნდი ამხანაგურ მატჩში მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩამდე, ეროვნულმა გუნდმა შეკრება თბილისში დაიწყო, სადაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა. “რაც შეეხება 2022 წელს და საქართველოს ნაკრების უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლას, მე ძალიან ბედნიერი ვარ და ყველანი ძალიან მოხარულები […]
გიორგი გოჩოლეიშვილი: “ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, უბედნიერესი ადამიანი ვარ”
საქართველოს ნაკრები 2022 წელს 17 ნოემბერს გასამართი ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს, რომელშიც მაროკოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩამდე 1 კვირით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გუნდის 22-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. შემადგენლობაში 2 დებიუტანტია: საბა საზონოვი და გიორგი გოჩოლეიშვილი. ორივე ფეხბურთელია საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი გახლავთ. “საბურთალოს” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში გამოძახების შემდეგ კლუბის 21 წლის მარჯვენაფლანგელის პირველი […]
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მაროკოსთან მატჩისთვის ცნობილია
მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 22 ფეხბურთელით დაკომპლექტებული შემადგენლობა დაასახელა. ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში ორი დებიუტანტია: გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ლევან შენგელია და დავით ვოლკოვი დაბრუნდნენ. საქართველოს ნაკრების 22-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება: მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი […]
ვილი სანიოლი: “დიდ კლუბში მითხრეს, კვარა რომ პრეზიდენტს შევთავაზო, სამსახურს დავკარგავო”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ფრანგული მედია-საშუალება RMC Sport-ის ეთერში ეროვნული გუნდისა და იტალიური “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “იმისთვის, რომ კვარაცხელიათი უცხოური კლუბები დაინტერესებულიყვნენ, მისთვის ლათინური ზედმეტსახელის შერჩევაც კი მთხოვეს. მაშინ, როცა ერთ-ერთი დიდი კლუბის წარმომადგენელმა მითხრა, რომ თუ კვარაცხელიას შეძენას თავის პრეზიდენტს შესთავაზებდა, სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. დიახ, რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებები, მაგრამ ფრანკ […]
ვილი სანიოლი: “საქართველოსთან დაპირისპირებით არცერთი გუნდი ბედნიერი არ არის”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის კლასიკური შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრებს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. ნათელია, რომ ეს ჯგუფის პირველი გუნდი იქნება. ფეხბურთში რთულია რაღაცის წინასწარ დაგეგმვა, თუმცა ვიცი, რომ ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და კვიპროსთან ჩვენს სიტყვას ვიტყვით. მეტოქეებზე ფიქრისას ყოველთვის გამოარჩევ შედარებით ძლიერს ან სუსტს, თუმცა […]
,,საქართველოსთან თამაში ყოველთვის რთულია” – მწვრთნელებმა ჯგუფი შეაფასეს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში. ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. წილისყრის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელებმა ჯგუფი შეაფასეს: ,,ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრებს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. ნათელია, რომ ეს ჯგუფის პირველი გუნდი იქნება. ფეხბურთში რთულია რაღაცის წინასწარ დაგეგმვა, თუმცა ვიცი, რომ ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და კვიპროსთან ჩვენს სიტყვას ვიტყვით. მეტოქეებზე ფიქრისას, ყოველთვის […]
4 საფეხურით წინ – საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა. სექტემბრის სანაკრებო შეხვედრების შემდეგ, FIFA-მ განახლებული რეიტინგი 6 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 82-დან 78-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს ნაკრებმა სექტემბრის თვეში ორი ოფიციალური მატჩი გამართა და ორივე მათგანში გამარჯვებას მიაღწია. უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურის მატჩებში საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიას – […]