ფეხბურთის ვარსკვალები პელეს ემშვიდობებიან
რამდენიმე წუთის წინ, მთელი საფეხბურთო სამყაროსთის ძალიან უსიამოვნო ინფორმაცია გარცხელდა. 82 წლის ასაკში ბრაზილიისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. კრიშტიანუ რონალდუ: ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მთელ ბრაზილიას და განსაკუთრებით ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს ოჯახს. მარადიულ მეფის გარდაცვალებით მიყენებულ ტკივილს სიტყვები ვერ აღწერს. ვერცერთი სიტყვა გადმოსცემს […]
მუნდიალი 2022 | რიო ფერდინანდი: “ჯუდ ბელინგემი 19 წლის არ არის”
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა თავისი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ჯუდ ბელინგემის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2022 წლის მუნდიალზე შესანიშნავ მატჩებს ატარებს. “სამი ლომის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ხუმრობით თქვა, რომ არ სჯერა, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ნახევარმცველი მხოლოდ 19 წლისაა და მისგან დაბადების მოწმობის წარმოდგენას ითხოვს. “ბელინგემი არ არის 19 წლის… მინდა ვნახო […]
რიო ფერდინანდი | ტენ ჰაგს კრიზისის განმუხტვა შეეძლო!
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ურთიერთობა არც ისე სახარბიელოა. კრიშტიანუ რონალდუსა და ერიკ ტენ ჰაგის დაპირისპირება, ინგლისური მედია საშუალებების სპეკულაციის ერთ-ერთი მთავარი თემაა. პრესას ჭორების აგორების საშუალებას რონალდუ და ტენ ჰაგიც აძლევენ. Sky Sports | რონალდუ იტალიაში დასაბრუნებლად ემზადება რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედის 21-წლამდე გუნდთან ერთად ვარჯიშობს ერთ-ერთი უკანასკნელი სკანდალი რონალდუს მიერ “ოლდ ტრაფორდის” […]
ადრიენ რაბიო მანჩესტერ იუნაიტედს უახლოვდება
გავრცელებული ინფორმაციით, ადრიენ რაბიო “მანჩესტერში” იმ შემთხვევაში გადავა, თუ ინგლისელები წელიწადში 10 მილიონს გადაუხდიან, რაც კვირაში 200 000 ევროს უდრის. Gazzetta dello Sport-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ფრანგ ფეხბურთელს გუნდთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს. ვიდრე რაბიო “იუვენტუსს” შეუერთდებოდა, ის “პარი სენ-ჟერმენში” ირიცხებოდა, სადაც წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. ადრიენი “წითელი ეშმაკების” ნახევარდაცვის მამოძრავებელ ძალად განიხილება. პრემიერ […]
“რომ შემეძლოს VAR-ს გავაუქმებდი”- ედენ აზარი
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა ESPN-თან ინტერვიუში იმ ნეგატიურ ზემოქმედებაზე ისაუბრა, რომელიც VAR-მა თამაშზე დანერგვის დღიდან მოახდინა. ბელგიელმა ასევე განაცხადა, რომ მსაჯები შეცდომებს მაინც უშვებენ. ჟურნალისტი: „ რას შეცვლიდით ფეხბურთში?” აზარი: “მე არ მომწონს VAR და რომ შემეძლოს საერთოდ გავაუქმებდი.” Eden Hazard would get rid of VAR if he could 😤 pic.twitter.com/wsKbVP6qSS — ESPN FC (@ESPNFC) […]
,,როგორ უწოდებ ლივერპულს საუკეთესოს, როცა პრემიერლიგაც დათმეს და ჩემპიონთა ლიგაც” – ფერდინანდი ოუენს
ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის შემდეგ, ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მაიკლ ოუენმა, ,,ლივერპულს” ევროპის საუკეთესო გუნდი უწოდა: ,,არ ვფიქრობ, რომ ეს შედეგი ბევრ რამეს ცვლის, ფეხბურთში ზოგჯერ მსგავსი რამ ხდება… მე მაინც მგონია, რომ ლივერპული ევროპის საუკეთესო გუნდია,” – განაცხადა ოუენმა, რომელსაც რიო ფერდინანდი შეეწინააღმდეგა: ,,როგორ უწოდებ მათ საუკეთესო გუნდს, როცა ახლახან პრემიერლიგა და ჩემპიონთა […]
ტერი Vs. ფერდინანდი | ლეგენდების უსიამოვნო შელაპარაკება Twitter-ზე
ინგლისის ნაკრების ლეგენდარული მცველები, რიო ფერდინანდი და ჯონ ტერი, ყურადღების ქვეშ მოექცნენ – ლეგენდებმა Twitter-ზე საჯარო, საკმაოდ უსიამოვნო საუბარი გამართეს. 25 მაისს, BT Sport-მა რიო ფერდინანდისა და ვირჯილ ვან დაიკის საუბარი გამოაქვეყნა – ისინი პრემიერ ლიგის საუკეთესო მცველების შესახებ საუბრობდნენ. საყურადღებოა, რომ ფერნანანდმა, საუკეთესოთა შორის საკუთარი თავი დაასახელა: “მჯერა, რომ პირველ ადგილზე მე უნდა ვიყო”, […]
2022 წლის 20 ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი
Forbes-ის განახლებული მონაცემების მიხედვით მსოფლიოში 2022 წლის ყველაზე მდიდარი ფეხბურთელის სია ცნობილია. ქვემოთ მოცემულ ნუსხაში იგულისხმება ქონების საერთო ღირებულება და აქ ყველა ტიპის შემოსავალი არის გათვალისწინებული. უმდიდრესი სპორტსმენების ოცეული ასე გამოიყურება: 20. რიო ფერდინანდი (კარიერა დასრულებული აქვს): 75 მილიონი დოლარი 19. ვილიანი (კორინთიანსი): 75 მილიონი დოლარი 18. არიენ რობენი (კარიერა დასრულებული აქვს): 80 მილიონი დოლარი […]
რიო ფერდინანდისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის პირისპირ დგომი | VIDEO
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრას, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედი” “ევერტონს” დაუპირისპირდა, განსაკუთრებული სტუმრები ესწრებოდნენ. “ოლდ ტრაფორდზე” შეკრებილ პუბლიკასთან ერთად, მატჩს უსეინ ბოლტი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, სერ ალექს ფერგიუსონი, რიო ფერდინანდი და პატრის ევრაც ადევნებდნენ თვალს. შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ლეგენდა UFC-ის დაუმარცხებელი ჩემპიონი – ხაბიბ ნურმაგომედოვი, ფეხბურთის განსაკუთრებული სიყვარულითაა ცნობილი. მატჩის დაწყებამდე ნურმაგომედოვი “მანჩესტერ […]
CR7 – სამაგალითო სპორტსმენი | რას იხსენებენ ფერდინანდი და ევრა რონალდუზე
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა კრიშტიანუ რონალდუ, მისი მენტალიტეტითა და მიზანდასახულობით რომ ყველასგან გამორჩეულია, ეს ამბავი თითქოს ყველასთვის ნაცნობია, თუმცა გარკვეულწილად ზედაპირულ დონეზე და აუცილებელია დეტალებში ჩასვლა და მისი გააზრებაც, რადგან უფრო მკვეთრი იყოს იმ სულისკვეთების აღქმა, რასაც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი საკუთარ სპორტულ კარიერაში “აბანდებს”. რიო ფერდინანდის ისტორია “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ როდესაც […]
ფერდინანდი: ,,მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, რონალდუს ვეტყოდი, რომ დამჯდარიყო”
,,მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი ,,იანგ ბოიზთან” მატჩში კრიშტიანუ რონალდუს გამოცვლის შემდეგ, პორტუგალიელის ქმედებას გამოეხმაურა – 36 წლის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამიდან რამდენიმეჯერ წამოდგა და ფეხბურთელებს მითითებები მისცა. ,,სიმართლე გითხრათ, მთავარი მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, რონალდუს ვეტყოდი, რომ დამჯდარიყო. რა თქმა უნდა, ეს კრიშტიანუ რონალდუა და ბევრი იტყვის, რომ ის უბრალოდ ემოციური ადამიანია, მას ყველა მატჩის […]