ხვიჩა კვარაცხელია: “სლუცკიმ მითხრა, რომ ისე მოვქცეულიყავი როგორც საჭიროდ ჩავთვლიდი”
საქართველოს ნაკრების შემტევმა – ხვიჩა კვარაცხელიამ, რუს იუთუბერთან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. საუბრის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას, რუსეთის დატოვება და იტალიურ გრანდში გადასვლა წარმოადგენდა. “24 თებერვალს ომის დაწყების დროს რუსეთში ვიყავი. უკვე ყველამ იცოდა და საუბრობდა ამის შესახებ. მამამ დამირეკა. რა თქმა უნდა, უარყოფითი რეაქცია მქონდა, რადგან იქ ხალხი იღუპებოდა. ეს ძალიან ცუდია და არავის მოსწონს. […]
ნაპოლის პრეზიდენტმა დაადასტურა: კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელი გახდება
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საფეხბურთო კლუბის, “ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიანო დე ლაურენტისმა დაადასტურა – ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელი გახდება. გამოცდილმა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა, მედიასთან საუბრისას თქვა, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევი ნეაპოლიტანური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და ზაფხულში გუნდი მის დამატებას შეეცდება. მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ცნობა, რომ კვარაცხელია “ნაპოლისთან” 5-წლიან კონტრაქტს […]
იტალიური მედია: ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა დაზუსტებულია
იტალიის ერთ-ერთი წამყვანი სპორტული გამოცემა corrieredellosport-ი საქართველოს ნაკრების ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” შესაძლო ტრანსფერის დეტალების შესახებ წერს. იტალიური წყაროს მეშვეობით ირკვევა, რომ მხარეებს შორის ყველაფერი უკვე შეთანხმებულია და სატრანსფერო ფასიც ცნობილია. სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელის დამატება ნეაპოლიტანურ კლუბს 8 მილიონი ევრო დაუჯდება. ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინის” დატოვების შემდეგ “დინამო ბათუმის” მაისურით ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “თელავის” […]
უდიდესი ალბათობით, საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას იტალიურ “ნაპოლიში” გააგრძელებს. ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, ქართულ და იტალიურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა, ყველაზე პრესტიჟულმა იტალიურმა, კერძოდ კი ნეაპოლიტანურმა გამოცემებმაც დაადასტურეს. სანდო წყაროზე დაყრდნობით,ლ იტალიაში იუწყებიან, რომ ქართველ ფეხბურთელსა და “ნაპოლის” შორის შეთანხმება 5-წლიან კონტრაქტზე შედგა და ახლა მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა დარჩენილი, რასაც ფეხბურთელი სამედიცინო […]
რუბინის დირექტორი: “ხვიჩას წასვლით ძალიან დამწუხრებული ვარ”
ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინი” ოფიციალურად დატოვა. ქართველი ფეხბურთელი კარიერას დროებით “დინამო ბათუმში” გააგრძელებს. აღნიშნული ტრანსფერის შემდეგ, კომენტარი გააკეთა რუსული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ. “კვარაცხელიას წასვლა “რუბინისთვის” დიდი დანაკლისია. ხვიჩას წასვლით ძალიან დამწუხრებული ვარ. უნდოდა თუ არა მას გუნდის დატოვება? ამაზე საუბარი არ მინდა. უსული კლუბებიდან წასვლის უფლება ახლა ყველა ლეგიონერს, ამ შესაძლებლობით ხვიჩამაც ისარგებლა. […]
BREAKING | კვარაცხელიამ ყაზანის რუბინი დატოვა
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ყაზანის “რუბინი” დატოვა. ინფორმაციას თავად რუსული კლუბი ავრცელებს. “რუბინის” Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ მხარეებმა კონტრაქტის შეჩერებასთან დაკავშირებით, ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს. თავის მხრივ, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ კონტრაქტი საბოლოოდ შეწყვეტილია: ქართველ ფეხბურთელს “რუბინთან” კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. დაბრუნდება თუ არა იგი კლუბში, ან გააგრძელებს თუ […]
ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერებთან დაკავშირებით კვლავ ბუნდოვანი მდგომარეობაა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელები მოლაპარაკებას დასკვნით ფაზაში აწარმოებდნენ, თუმცა “დინამო ბათუმის” პრეზიდენტმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა. “ყაზანის”რუბინის” მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა კი, თემასთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვნის ნიშნები გააჩნია. თუ რატომ არის ეს ყოველივე დამაბნეველი, ქრონოლოგიურად მოგიყვებით. დინამო ბათუმის პოსტი სოციალურ ქსელში 23 მარტს, 17:25-ზე, დინამო ბათუმმა Facebook-ზე […]
ეროვნულ ლიგაში – კვარაცხელია და დავითაშვილი სამშობლოში ბრუნდებიან
შესაძლოა, რუსეთის ჩემპიონატიდან წამოსვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემტევებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს ჩემპიონატში ითამაშონ. Live.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელები მოლაპარაკებას “დინამო ბათუმთან” აწარმოებენ და დამატებითი დეტალები სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. შესაძლოა, ორივე ფეხბურთელმა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში ზაფხულამდე ითამაშოს, შემდეგ კი კარიერა ევროპაში გააგრძელოს. ამჟამად, ორივე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და 25 […]
კვარაცხელიას ასისტი ცსკა-სთან | VIDEO
სლუცკი: “კვარაცხელიამ როსტოვთან ლიდერივით ითამაშა”
“რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ “როსტოვთან” წაგების მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მაინც გამოარჩია. “ხვიჩა გრძნობს პასუხისმგებლობას. სრული მატჩი დიდი ხანია არ ჰქონდა ჩატარებული. მაშინ, როდესაც ფეხბურთელებმა დაგვტოვეს და არჩევანი პატარაა, მნიშვნელოვანია ასეთი თვისებები. ხვიჩა ნამდვილად არის ლიდერი, მან “როსტოვთან” კარგად ითამაშა,” – ამბოს ლეონიდ სლუცკი. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა რუსული გუნდების მსგავსად, “რუბინი” არაერთმა ლეგიონერმა […]
დატოვებს თუ არა კვარაცხელია რუბინს? – ლეონიდ სლუცკის კომენტარი
ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ “როსტოვთან” მატჩის წინ, რუსეთში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კლუბებიდან ფეხბურთელების წასვლის შესახებ ისაუბრა. “არ ვფიქრობ, რომ ჩვენს ახალ ცხოვრებაში ეს წარმოუდგენელი ამბავია. ჩემი პროგნოზით, ყველაფერი მხოლოდ ჰაქსაბანოვიჩისა და დრეიერის წასვლით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვესაუბრებით ფეხბურთელებს და გვესმის გუნდში არსებული სიტუაციის, მაგრამ დეტალებს ამ დროისთვის არ ვასაჯაროვებთ. როცა გარკვეული ინფორმაცია იქნება […]
რუსეთის ჩემპიონატს კიდევ 2 ქართველი ფეხბურთელი ტოვებს
მას შემდეგ, რაც FIFA-მ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის და ფინანსური ვალდებულების გარეშე ამ ქვეყნის დატოვების ნება დართო, ქართველი ფეხბურთელები რუსეთის ჩემპიონატს ეტაპობრივად ტოვებენ. 9 მარტს გავავრცელეთ ცნობა, რომ რუსეთს “ურალის” ფეხბურთელები, ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე ტოვებდნენ, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ საქართველოში კიდევ ორი ლეგიონერი, ვოლგოგრადის “როტორის” ფეხბურთელები, ილია ბერიაშვილი და […]