ფრენკ ლამპარდი ევერტონიდან გაუშვეს
ფრენკ ლამპარდი “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. პრემიერ ლიგაში “ევერტონი” ძალიან ცუდად გამოიყურება. კლუბმა ბოლო ხუთი შეხვედრიდან 4 მატჩი დათმო და მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფრე. ლივერპულელები ამჟამად მე-19 პოზიციას იკავებენ და ინგლისის უმაღლესი ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი პრეტენდენტები არიან. ბუნებრივია, რომ ამ შედეგების ფონზე გუნდის მთავარი მწვრთნელის ფრენკ ლამპარდის მიმართ კრიკიტას არავინ იშურებდა. მისი გუნდიდან გაშვების […]
ერიკ ტენ ჰაგი, გუნდიდან გაშვების კანდიდატთა სიაში, მოწინავე პოზიციას იკავებს
მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა ტენ ჰაგს დრო დასჭირდებოდა მისი ფილოსოფიის “მანჩესტერში” დასამკვიდრებლად, მაინც არავინ ელოდა, რომ ისინი პრემიერ ლიგის პირველ ორ მატჩს წააგებდნენ “ბრაიტონთან” და “ბრენტფორდთან”. გულშემატკივრები აღარ ერიდებიან ნიდერლანდელი მწვრთნელის კრიტიკას და ფიქრობენ, რომ თუ ასე გააგრძელებს კლუბის დატოვება ძალიან მალე მოუწევს. აშკარაა, რომ ერიკის ექსპერიმეტნები არ ამართლებს, რაც ნათლად გამოჩნდა ერიქსენის ცრუ […]
როი კინისა და სქოულზის გარეშე – გრილიშმა პრემიერლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის” შემტევმა, ჯეკ გრილიშმა, პრემიერლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა. 26 წლის ფეხბურთელის რჩეულთა შორის ,,მანჩესტერ იუნაიტედის” ორი ლეგენდა, როი კინი და პოლ სქოულზი, ვერ მოხვდა. პრემიერლიგის 10 საუკეთესო ნახევარმცველი გრილიშის ვერსიით: 10. დავიდ სილვა ,,ვფიქრობ, ის ერთ-ერთი საუკეთესო ესპანელია, ვისაც პრემიერლიგაში უთამაშია. იმ მაისურებს შორის, რომელიც სახლში მაქვს, […]
ინგლისის პრემიერ ლიგის 37-ე ტურის შეხვედრაში, “ევერტონი” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდა. “გუდისონ პარკზე” შეკრებილმა პუბლიკამ ნამდვილი საფეხბურთო დრამა იხილა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “კრისტალ პალასთან” მოპოვებული გამარჯვების შედეგად, “ევერტონმა” პრემიერ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, “ევერტონს” მოწინააღმდეგის დამარცხება ესაჭიროებოდა, თუმცა “გუდისონ პარკზე” მოვლენები მასპინძელთათვის კატასტროფულად დაიწყო. პირველი ტაიმის 0:2 […]
პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი
ალან შირერმა და მიკა რიჩარდსმა პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელეს. პოპულარული ინგლისური პოდკასტის, “Match of the Day” უკანასკნელ ეპიზოდში, შირერმა და რიჩარდსმა კიდევ ერთ ლეგენდარულ ფეხბურთელ – გარი ლინეკერთან ერთად საუკეთესოები გამოავლინეს. საუკეთესო 10 ინგლისელი ფეხბურთელის გამოვლენისას, მიმომხილველებმა სანაკრებო პერფორმანსი არ გაითვალიწინეს და მხოლოდ კლუბებში ნაჩვენებ შედეგსა და სტატისტიკას დასჯერდნენ. მიმომხილველებმა […]
მესი, მარადონა, ჩელსი – ყველაზე დიდი იმედგაცრუება ფეხბურთის ისტორიაში
შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე დიდი იმედგაცრუება ან არასამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც საფეხბურთო მატჩის დროს გინახავთ? ნებისმიერი კლუბის ფანი აუცილებლად აღნიშნავს, რომ მისი კლუბი სისტემატურად ხდება უსამართლობის მსხვერპლი. ხშირ შემთხვევაში ფანები იმდენად ემოციურად გულშემატკივრობენ საკუთარ გუნდს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც გუნდის წინააღმდეგ მიიღება კონსპირაციის თეორიების სათავე ხდება. Twitter-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში, ფანებს ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილებების ჩამოთვლა სთხოვეს. რობინ ვან […]
ლამპარდმა ევერტონის გოლის აღნიშვნისას ხელი მოიტეხა | VIDEO
პრემიერლიგის მე-20 ტურის გადადებულ შეხვედრაში, “ევერტონი” “ნიუკასლს” დაუპირისპირდა. “გუდისონ პარკზე” გამართული დრამა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მომტანი გოლი ალექს ივობიმ 99-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მატჩის 83-ე წუთზე მოედნიდან ალანი გააძევეს და “ევერტონმა” ასპარეზობა 10 ფეხბურთელით განაგრძო. მატჩის მიწურულს გატანილი გოლის აღნიშვნის დროს, “ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა – ფრენკ ლამპარდმა ხელი მოიტეხა. Frank […]
ბალოტელის გიჟური ცხოვრება მანჩესტერში: ჯარიმები, რომელიც იტალიელს ინგლისში დააკისრეს
მარიო ბალოტელი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაა, რომლის კარიერის საწყისი წლებიც განსაკუთრებით აღსავსე იყო ხმაურიანი წვეულებებით, ალკოჰოლით, სამართალდამცავებთან ხშირი კომუნიკაციით და გართობის სხვადასხვა საშუალებებით. ეს ყველაფერი მისი ინგლისში ცხოვრებისა და “მანჩესტერ სიტიში” თამაშის პერიოდს გამორჩეულად ახასიათებს. ამ თემაზე გასახსენებელი ნამდვილად ბევრია, იქნებოდა ეს გუნდის მაშინდელ მთავარ მწვრთნელ, რობერტო მანჩინისთან კონფლიქტი თუ სააბაზანოებში ფეიერვერკის გაშვება […]
ლამპარდმა ევერტონის გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა
“ევერტონის” წარმომადგენლებსა და ფრენკ ლამპარდს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რის შედეგადაც 43-წლის ინგლისელი სპეციალისტი მერსისაიდული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლამპარდი აქტიურად მუშაობს სამწვრთნელო შტაბის ჩამოყალიბაზე და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, რამდენიმე ფეხბურთელის დამატებასაც გეგმავს. ფრენკ ლამპარდი “ევერტონის” მთავარი მწვრთნელის პოსტს 2.5 წლით დაიკავებს – ოფიციალური განცხადება 31 იანვარს გაკეთდება. წყაროს მტკიცებით, ლამპარდის […]
ჯენარო გატუზო შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დასაქმდეს
“ევერტონმა” რაფაელ ბენიტესი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ვაკანტურ პოზიციაზე ახალი კანდიდატების ძებნაც აქტიურ რეჟიმში დაიწყო. ოფიციალურად: ევერტონმა რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა როგორც ბრიტანული მედია იუწყება, “კანფეტების” ხელმძღვანელობას რამდენიმე სასურველი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავთ, რომელთა მოკლე სიაც შემდეგნაირად გამოიყურება. მთავარ პრეტენდენტებად ჟოზე მოურინიო, უეინ რუნი და ფრენკ ლამპარდი დასახელდნენ, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა კარიერის გაგრძელების ასეთ ვარიანტზე უარის თქმა […]
ვინ არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩელსიში 16 წელი გაატარა და მხოლოდ ორჯერ ითამაშა?
ლონდონის “ჩელსიმ” თავისი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, ლუის ბეკერი საბოლოოდ გუნდიდან გაუშვა. ეს სახელი და გვარი ფეხბურთის გულშემატკივარს ბევრს არაფერს ეუბნება, თუმცა მას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. 26 წლის ფეხბურთელი 10 წლის ასაკიდან “ლურჯების” აკადემიაში ირიცხებოდა და კლუბში 16 წელიწადი ისე გაატარა, რომ მთავარი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ითამაშა, დანარჩენი დროის განმავლობაში კი არაერთხელ, არაერთ კლუბში […]
რობერტო კარლოსმა საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელა
მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდამ საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელა. რობერტო კარლოსის რჩეული, ბევრისათვის გასაკვირად ჯონ ტერი გახდა. რობერტო კარლოსმა ინგლისის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ რამდენჯერმე ითამაშა, მათ შორის 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში, რომელიც ბრაზილიის გამარჯვებით დასრულდა. სხვადასხვა დროს, “რეალის” რიგებში კარლოსის თანაგუნდელები დევიდ ბექჰემი, სტივ მაკმანამანი, მაიკლ ოუენი და ჯონათან ვუდგეიტი იყვნენ. რობერტო […]