ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსს გამოეთიშა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე “ინდიან უელსის მასტერსი” ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარუმატებელი გამოდგა. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი “ინდიან უელსს” პირველივე წრეში გამოეთიშა. 1/64-ფინალურ ეტაპზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 66-ე პოზიციაზე მყოფ პედრო კაჩინს დაუპირისპირდა და 2 სეტში (7:5,6:3) დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ პირველი სეტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მესამე გეიმში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრეიქის შესრულება შეძლო და დაწინაურდა, თუმცა არგენტინელმა მატჩის […]
წლის პირველი მასტერსი – ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
საქართველოს #1 ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, 2023 წლის პირველი მასტერსისთვის ემზადება. ბასილაშვილი ინდიან უელსზე ასპარეზობას 1/64-ფინალიდან დაიწყებს, სადაც მას არგენტინელი მეტოქე – პედრო კაჩინი ეყოლება. ბასილაშვილი კაჩინს კარიერაში პირველად შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/32-ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე, გერმანელი – ალექსანდრ ზვერევი იქნება. ბასილაშვილისა და კაჩინის მატჩი 8 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული. […]
ჯოკოვიჩი აშშ-ში არ დაუშვეს – მას ბასილაშვილი ჩაანაცვლებს
მსოფლიოს პირველი ნომერი – ნოვაკ ჯოკოვიჩი, აშშ-ს ჩოგბურთის ფედერაციამ და აშშ-ს მთავრობამ ქვეყანაში არ დაუშვა და დიდი სლემების 22-გზის ჩემპიონს ოფიციალურად მოუწია ინდიან უელსის ტურნირის გამოტოვება, იგი ასევე მაიამის მასტერსს გამოტოვებს. შეჯიბრის ორგანიზატორების თქმით, ჯოკოვიჩის არ დაშვების მიზეზი Covid 19-ის ვაქცინაზე უარის თქმაა. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სერბმა სპორტსმენმა, რომელიც ვირუსის საწინააღმდეგოდ არავაქცინირებული იყო, გასულ თვეში […]
ბასილაშვილმა ტურნირი ვერ დაიცვა – ნიკა პირველივე ეტაპზე დამარცხდა
საქართველოს #1 ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, დოჰას 250-ქულიანი შეჯიბრის პირველივე ეტაპიდან გამოვარდა და ტურნირი ვერ დაიცვა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 2022 წელს დოჰას 250-ქულიანი შეჯიბრის გამარჯვებული გახდა და მან ფინალში, ესპანელი – ბაუტისტა აგუტი დაამარცხა. 2023 წლის დოჰას შეჯიბრზე კი ნიკოლოზმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, რადგან მას შეჯიბრის ორგანიზატორებმა “უაილდ ქარდი” არ მისცეს. საქართველოს #1-მა […]
ბასილაშვილი ABN AMRO Open-ს საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა
ABN AMRO Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში მსოფლიოს 87-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგ მეტოქესთან, კონსტანტ ლესტიენთან (48) ორ სეტში, ანგარიშით 5:7, 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. შეხვედრა 1 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილი ლესტიენს რამდენიმე დღის წინ, 7 თებერვალს, მონპელიეშიც შეხვდა, თუმცა, ის მატჩი ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა (6:7, 7:5, 6:2). როტერდამის ტურნირზე პირველ […]
ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია
ABN AMRO Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში მსოფლიოს 87-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნიდერლანდელი მეტოქე, მაქს ჰოუკსი (328) ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა. მატჩი 1 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. შედეგად, ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა, სადაც კონსტანტ ლესტიენს (48) ან მაქსიმილიან მარტერერს (149) შეხვდება. როტერდამის ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი სტეფანოს ციციპასია, მეორე ანდრეი რუბლიოვია, მესამე […]
მონპელიეს ტურნირზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
მსოფლიოს 87-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირზე (Open Sud de France) ასპარეზობას ხვალ 1/16-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე კონსტანტ ლესტიენი (52) იქნება. ბასილაშვილი ლესტიენს 2015 წელს თურქეთში შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა. მოგების შემთხვევაში, ნიკოლოზი 1/8-ფინალში გრეგუარ ბარერს ან ალექსანდრ ბუბლიკს შეხვდება. ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ჰოლგერ რუნეა, მეორე იანიკ სინერია, მესამე კი – […]
ავსტრალიის ღია პირველობა | ბასილაშვილი პირველ წრეში დამარცხდა
16 იანვარს, 2023 წლის პირველი დიდი სლემის შეჯიბრი – ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო. დიდი სლემი 1/64-ფინალიდან დაიწყო საქართველოს #1 ჩოგბურთელმა – ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომლის მეტოქეც მსოფლიოს მეცხრე ნომერი, ამერიკელი – ტეილორ ფრიცი გახლდათ. შეხვედრა 17 იანვარს, თბილისის დროით 06:50 საათზე გაიმართა და ბასილაშვილის მარცხით დასრულდა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ტეილორ ფრიცთან 4 სეტში (4:6, 2:6, 6:4, 5:7) […]
ავსტრალიის ღია პირველობა | ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
16 იანვარს, 2023 წლის პირველი დიდი სლემის შეჯიბრი – ავსტრალიის ღია პირველობა იწყება. დიდ სლემს 1/64-ფინალიდან დაიწყებს საქართველოს #1 ჩოგბურთელი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მეტოქეც მსოფლიოს მერვე ნომერი, ამერიკელი – ტეილორ ფრიცი იქნება. შეხვედრა 16 იანვარს, თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული. ბასილაშვილი Vs. ფრიცი | ურთიერთშეხვედრები ნიკოლოზ ბასილაშვილი და ტეილორ ფრიცი ერთმანეთს კარიერაში ოთხჯერ შეხვედრიან, […]
ნიკოლოზ ბასილაშვილი ადელაიდის ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა
ადელაიდაში მიმდინარე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში მსოფლიოს 91-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შვედ მეტოქესთან, მიკაელ იმერთან (69) დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 1:6 დათმო, მეორე სეტში კი, როცა ანგარიში 1:1 იყო, მოწინააღმდეგეს დანებდა. ბასილაშვილმა 2023 წელს მეორე ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ორივე შემთხვევაში პირველივე მატჩი დათმო – ნიკოლოზმა 2 იანვარს პუნაში (ინდოეთი) მარკო […]
ბასილაშვილი როანის ჩელენჯერის 1/8-ფინალში გავიდა
მსოფლიოს 96-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ როანში მიმდინარე ჩელენჯერის 1/16-ფინალში ანტუან ჰოანგი (380) 3 სეტში, ანგარიშით 7:6, 4:6, 6:2 დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა. მეთექვსმეტედფინალური მატჩი 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზი პირველ სეტში 2:5-ს მარცხდებოდა, 4:5-ზე კი მეტოქეს სეტ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა სეტის მოგება მაინც შეძლო. მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე მატიას ბურჟე (საფრანგეთი, […]
ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის მეორე ეტაპზე დამარცხდა
საჩოგბურთო სამყაროში წლის დასკვნითი მასტერსის ტიპის ტურნირი იმართება, რომელსაც პარიზი მასპინძლობს. ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელი – ნიკოლოზ ბასილაშვილიც იყო წარმოდგენილი, სადაც 9-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ნიკოლოზმა “პარიზის მასტერსი” დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. თუმცა, დღეს, 1/16-ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ – ლორენცო მუსეტის დაუპირისპირდა და 2 სეტში: 6:4; 6:2 დამარცხდა და ასპარეზობას გაემოეთიშა. ლორენცო მუსეტი კი 1/8-ფინალში გავიდა, […]