ალეგრი: ,,ჩემს ფეხბურთელებს უნდა ახსოვდეთ, რომ სერია A-ში 29 კი არა, 44 ქულა მოვაგროვეთ”
ტურინის ,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,ნანტთან” ევროპა ლიგის შეხვედრის წინ, მისი გუნდის გადატვირთულ კალენდარზე ისაუბრა: ,,ძალიან ბევრ მატჩს ვთამაშობთ? კარგი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენს ყველა ვალდებულებას თავი გავართვათ. შეგვიძლია, სხვა ტურნირზე გადავერთოთ და მას მეტი დრო დავუთმოთ. ევროპა ლიგას მნიშნველობა აქვს, რადგან რაც უფრო მეტს თამაშობ, გონება უფრო მობილიზებულია. ამას გამოწვევებისთვის და გამარჯვებებისთვის […]
“ნაპოლი სერია ა-ში ყველაზე ძლიერი გუნდია” – მასიმილიანო ალეგრი
“ნაპოლისთან” 5:1 მარცხის შემდეგ, მასიმიალიანო ალეგრიმ პირველი კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ლუჩიანო სპალეტის “ნაპოლი” სერია ა-ში ყველაზე ძლიერი გუნდია. “როცა ასეთი ანგარიშით მარცხდები თავი არ უნდა გაიმართლო. მესამე გოლის შემდეგ გუნდი მოიშალა. არავის მოუნდება, რომ “ნაპოლის” ცხრილში 10 ქულით ჩამორჩებოდეს, მაგრამ მათ 47 ქულა აქვთ და ამას იმსახურებენ. ამ მომენტში ისინი ყველა დანარჩენზე […]
ალეგრი: ,,ამ მომენტისთვის ნაპოლი სკუდეტოს აშკარა ფავორიტია”
ტურინის ,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,კრემონეზესთან” შეხვედრის წინ, გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა: ,,ხვალ ისევ რთული მატჩი გველის, რადგან ,,კრემონეზეს” ბოლო ორ საშინაო მატჩში გოლი არ გაუშვია. მეტოქე ბევრ მომენტს ქმნის და ძალიან აგრესიულია. პარედესი და დი მარია კარგად მუშაობენ, მათი ნაადრევი დაბრუნება საჭირო არ იყო. მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით სიამოვნება უნდა მიეღოთ. პოგბა გუნდს 15-20 […]
ბენფიკამ იუვენტუსი დაამარცხა | ბებერმა ქალბატონმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია
დღეს “ესტადიო და ლუსმა” საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში “ბენფიკა” ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდა. მიუხედავად ლისაბონელთა დიდი უპირატესობისა, შეხვედრის ფინალი მაინც დაძაბული აღმოჩნდა. პორტუგალიელები შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. როჯერ შმიდტის გუნდმა პირველი ნახევარი 4:1 დაასრულა. მატჩის მიწურულს იუვენტუსი გონს მოეგო და ანგარიში 4:3 გახადეს. ტურინელების დიდი მცდელობის მიუხედავად, აღნიშნული მატჩი ლისაბონელებმა 4:3 მოიგეს. აღნიშნულ […]
დიდი მოულოდნელობა ჩემპიონთა ლიგაზე | იუვენტუსი მაკაბისთან დამარცხდა
დღეს “იუვენტუსი” “მაკაბი ჰაიფას” წინააღმდეგ 2:0 დამარცხდა და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. მასპინძელთა მხრიდან ორივე გოლის ავტორი ომერ აცილი გახდა. აღსანიშნავია, რომ ჰაიფელებმა მათი ბოლო საშინაო შეხვედრა, ჩემპიონთა ლიგაზე, 2002 წელს მოიგეს, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონის “მანჩესტერი” 3:0 დაამარცხეს. ისრაელის ჩემპიონმა პირველი ტაიმი საკმაოდ კარგად ჩაატარა და სწორედ ამ დროს მოახერხეს 2-ბურთიანი უპირატესობის მოპოვებაც. […]
ალეგრი: ,,გამოაკელით ინტერს ან მილანს ძირითადის 5 ფეხბურთელი და ნახეთ, შეექმნებათ თუ არა პრობლემები”
ტურინის ,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,ბებერი ქალბატონების” სეზონის წარუმატებელ სტარტზე ისაუბრა ,,მოედნის ბევრ ნაწილში ვუშვებთ შეცდომებს, ვცდებით პასებში, არ გვაქვს კონტრშეტევები და მეტოქეს ფიზიკური შესაძლებლობებითაც ჩამოვრჩებით. ახლა ვირტუალურ ,,იუვენტუსს” ვუყურებთ. მომეწონა, როგორ ვიმუშავეთ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მაგრამ მოედანზე ფეხბურთელები არ გვყავს. გამოაკელით ,,ინტერს” ან ,,მილანს” ძირითადი შემადგენლობის ხუთი მოთამაშე და ნახეთ, შეექმნებათ თუ არა […]
ტურინის “იუვენტუსმა” სერია ა-ს 2022/2023 წლების სეზონი “სასუოლოსთან” მარტივი და შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. “ბებერმა ქალბატონებმა” შინ 3:0 დამაჯერებლად იმარჯვეს. ოფიციალური დებიუტი ჰქონდა არგენტინელ – ანხელ დი მარიას, რომელმაც თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა, თუმცა ტრავმის გამო მან მოედანი 65-ე წუთზე იძულებით დატოვა. ტურინულმა გრანდმა დაადასტურა, რომ დი მარიას ტრავმა მძიმეა, თუმცა ტრავმის სიმძიმე და […]
ალეგრი: ,,რაღაც მომენტში დიბალას ეგონა, რომ მესი იყო”
,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, პაულო დიბალაზე ისაუბრა, რომელიც ზაფხულში ტურინულ გუნდს დატოვებს: ,,დიბალა საკუთარ თავს უნდა დაუბრუნდეს. რაღაც მომენტში პაულოს ეგონა, რომ ახალი მესი იყო. არ შეიძლება ვინმეს კოპირება ან ვინმეს მიბაძვა. დიბალას შეუძლია, ფეხბურთს ბევრი მისცეს, მას გამორჩეული ტექნიკური თვისებები აქვს. მან საკუთარი თავი უნდა იპოვოს,” – ალეგრის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს. პაულო დიბალა […]
ალეგრი ანჩელოტიზე: ,,ტენდენციები გარდამავალია, კლასიკა კი რჩება”
ტურინის ,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,რეალისა” და ,,მანჩსტერ სიტის” შეხვედრის შემდეგ, კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა: ,,საოცარი მატჩი გამოვიდა. ანჩელოტიმ რაღაც არაჩვეულებრივი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ მან უამრავი ტიტული მოიგო, მაინც ხშირად აკრიტიკებდნენ, თანამედროვე მწვრთნელად არ მიიჩნევდნენ, მაგრამ, როგორც არაერთხელ მითქვამს, ტენდენციები გარდამავალია, კლასიკა კი რჩება. ეს ლურჯ ან ნაცრისფერ კოსტიუმს ჰგავს. ანჩელოტი კლასიკური მწვრთნელია და […]
ალეგრი: ,,უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ახლა იუვენტუსი ცხრილის შუა ნაწილის გუნდია”
ტურინის ,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,ვერონასთან” წაგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,სიტყვები ახლა აზრდაკარგულია. რთულ სიტუაციაში ვართ და უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ იუვენტუსი ცხრილის შუა ნაწილის გუნდია. მეტი მონდომების გამოვლენითა და თამაშის ხარისხზე მუშაობით შეგვიძლია, ამ სიტუაციიდან გამოვძვრეთ. წუხილს აზრი არ აქვს, ეს ვერ დაგვეხმარება. უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ, შემდეგ კი ყველაფერი […]
მწვრთნელები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს
გერმანულმა სტატისტიკურმა კომპანია Transfermarkt-მა, ფეხბურთის იმ მთავარი მწვრთნელების სია გამოაქვეყნა, რომელთაც 21-ე საუკუნეში სატრანსფერო საქმიანობაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს. 2021 წლის ზაფხულის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” რამდენიმე სუპერვარსკვლავი, თანაც მათი უმეტესობა უსასყიდლოდ გააფორმა, ისეთები, როგორებიც ლიონელ მესი, სერხიო რამოსი, ჯანლუიჯი დონარუმა, ჟორჟინიო ვინალდუმი და აშრაფ ჰაკიმი, რაც როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სატრანსფერო […]
ოფიციალურად: მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსში დაბრუნდა
ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – მასიმილიანო ალეგრი ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნდა. იტალიელი სპეციალისტი ყოფილ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც ის წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს. 2-წლიანი პაუზის შემდეგ, 53 წლის სპეციალისტის “ბებერი ქალბატონის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მასიმილიანო ალეგრი “იუვენტუსს” 2014-19 წლებში თავკაცობდა და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდმა […]