მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა კონტრაქტი პორტუგალიურ გუნდთან გააფორმა
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, 55 წლის კაზუიოში მიურა კარიერას ,,ოლივეირენსეში” გააგრძელებს, რომელიც პორტუგალიის მეორე ლიგაში ასპარეზობს. იაპონელი პორტუგალიურ გუნდს ,,იოკოჰამადან” იჯარით შეუერთდა. მიურას პროფესიონალური კარიერა 1986 წელს ,,სანტოსში” დაიწყო. 1990-2000 წლებში კაზუიოში იაპონიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და ჩატარებულ 89 მატჩში 55 გოლი გაიტანა. ,,ოლივეირენსე” პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 18 ტურის შემდეგ, 24 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. […]
კაზუიოში მიურა- მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი
იაპონელი ლეგენდა კაზუიოში მიურა ყველაზე ასაკოვანი პროფესიონალი ფეხბურთელია. ის დღემდე, 55 წლის ასაკშიც კი გამოდის მწვანე მოედანზე და საყვარელ საქმეს აკეთებს. მიუხედავად ასაკისა, მიურამ მის კარიერაში მე-14 კლუბთან გააფრომა კონტრაქტი. კაზუიოში იაპონიის მეოთხე ლიგაში Suzuka Point Getters-ში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ამ ხელმოწერით მიურამ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. მან 2021 წლის მარტში, 54 წლისა და 12 დღისამ […]
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა კონტრაქტი ახალ კლუბთან გააფორმა
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, 54 წლის კაზუიოში მიურა კარიერის დასრულებას ისევ არ აპირებს და ახალი წლიდან ახალი კლუბის მაისურსაც მოირგებს. 2022 წლიდან, იაპონიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი საკუთარ სამშობლოში, ქვეყნის რანგით მეოთხე ლიგაში ითამაშებს. მიურას ბოლო კლუბი, “იოკოჰამა” 2021 წლის ბოლოს მეორე ლიგაში დაქვეითდა, კაზუიოში მიურამ კლუბი დატოვა, არადა გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბმა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, […]
“თამაშის მოტივაცია მეზრდება” – მსოფლიოს უხუცესმა ფეხბურთელმა კონტრაქტი კვლავ გაახანგრძლივა
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი მოქმედი ფეხბურთელი კაზუიოში მიურა პროფესიონალური სპორტიდან წასვლას არ აპირებს. 53 წლის იაპონელმა თავდამსხმელმა “იოკოჰამასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა, სეზონის, რომელიც მის კარიერაში 36-ე იქნება. “წინა წელს, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, მაგრამ კარგია, რომ ფეხბურთის თამაში ისევ შეგვიძლია. პირადად ჩემთვის არადამაკმაყოფილებელი სეზონი იყო, მაგრამ მოტივაცია ფეხბურთის სათააშოდ მუდამ მეზრდება. ყოველდღიურად ბევრს […]
მონღოლეთის ჩემპიონატში 54 წლის ფეხბურთელმა ითამაშა (ვიდეო)
მონღოლეთის საფეხბურთო ჩემპიონატში უცნაური და საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. “სუმიდა გეპროსა” და “ულან ბატორს” შორის გამართული მატჩი ამ უკანასკნელის გამარჯვებით – 3:2 დასრულდა. დამარცხებული გუნდის შემადგენლობაში არც მეტი არც ნაკლები, 54 წლის ფეხბურთელმა, ხანდსურენ ოიუნბილეგმა ითამაშა. უხუცეს ფეხბურთელს 1996 წლის შემდეგ ფეხბურთთან შეხება არ ჰქონია, თუმცა 24-წლიანი პაუზის შემდეგ მოედანზე გავიდა და ამით ამჟამად მოქმედი ყველაზე ასაკოვანი […]
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი კაზუიოში მიურა კარიერის დასრულებას არ აპირებს. 52 წლის იაპონელმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კლუბ “იოკოჰამასთან” კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა. მიურა პროფესიონალურ კარიერაში 35-ე სეზონს ატარებს და ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც J ლიგის დაარსებიდან (1993) დღემდე თამაშობს. “მოხარული ვარ, რომ ახალი წლიდან კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობა მომეცა. ყოველდღიურად ვცდილობ რომ შევინარჩუნო სათამაშო ფორმა, ფეხბურთისგან […]
კაზუიოში მიურა 52 წლის გახდა
კაზუიოში მიურა რომელიც პროფესიონალურ ფეხბურთში 34 წელია ასპარეზობს 52 წლის გახდა. მისი დებიუტი პროფესიულ ფეხბურთში 1986 წელს ბრაზილიური სანტოსის შემადგენლობაში შედგა, მას შემდეგ კი 15 კლუბში ითამაშა (სანტოსში ორჯერ). 1990 წელს მან პირველად ითამაშა იაპონიის ნაკრების შემადგენლობაში, 1994 წელს კი პირველი იაპონელი ფეხბურთელი გახდა იტალიის სერია ა-ში, 2000 წელს მან 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა […]