გუშინ პრემიერ ლიგაში გამორჩეული მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები “ლივერპული” და “მანჩესტერი” დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრა “წითელი ეშმაკების” განადგურებით დასრულდა. იურგენ კლოპის გუნდმა მეტოქე 7:0 დაამარცხა. საფინალო სასტვენის შემდეგ, მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელმა ფანებს გამარჯვება მიულოცა, თუმცა, გერმანელმა სპეციალისტმა სამი ქულის მოპოვება ტრადიციულად არ აღნიშნა. კლოპს ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ მისი ასეთი […]
“ლივერპულში კლოპის ერა დასრულებულია” – ტიერი ანრი
გუშინდელი შეხვედრა “ლივერპულისთვის” საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა. იურგენ კლოპის გუნდი საკუთარი გულშემატკივრის წინ პირნათლად დაიჩაგრა და “რეალთან” 2:5 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ იურგენ კლოპის ერა “ლივერპულში” დასრულებულია. “რეალს” რომ თავი დავანებოთ, “ბრაიტონთან”, “ვულვზთან” და “ბრენტფორდთან” “ლივერპულმა ბევრი გოლი გაუშვა. ძალიან მყიფე გუნდია. 2 ბურთიანი უპირატესობაც კი ვერ შეინარჩუნეს. რაღაც უნდა შიცვალოს. […]
“ეს ჩემი პრობლემა არ არის” – კლოპი ესპანელი ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა
“ლივერპულთან მოგებული მატჩის შემდეგ, “რეალის” ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მადრიდელებთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე ისაუბრა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე “ლივერპულის” თავკაცს იურგენ კლოპს ჰკითხეს, რა აზრის იყო მოდრიჩის კონტრაქტზე. ამ ყველაფერმა გერმანელი სპეციალისტი გააღიზიანა და ჟურნალისტს უხეშად მიმართა. “ღმერთო ჩემო, როგორც ჩანს, თქვენ აქ ჩემი პრობლემების მოსასმენად არ მოსულხართ. მოდრიჩის საკითხი ჩემი პრობლემა არ არის. ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია […]
“სულელები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ეს მატჩი ყველაფერს განსაზღვრავს” – კლოპი
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში, “ლივერპულისა” და “რეალის” დაპირისპირება შედგა. ლივერპულში, ლეგენდარულ “ენფილდზე” გამართული საფეხბურთო დრამა მერსისაიდული გრანდის განადგურებით, 2:5 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მადრიდის “რეალი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში “ენფილდზე” 5 გოლი გაიტანა. ლივერპული 2:5 რეალი (მიმოხილვა) ლივერპულელთათვის განსაკუთრებით მძიმე მატჩის მეორე ტაიმი გამოდგა, რომელშიც “რეალმა” მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. მატჩის […]
კლოპი: ,,ანჩელოტი ყველაზე მშვიდი მწვრთნელია მათ შორის, ვინც ოდესმე შემხვედრია”
,,ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, მადრიდის ,,რეალთან” მატჩის წინ, ,,სამეფო გუნდის” მთავარ მწვრთნელზე, კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა: ,,ვიღაცამ მითხრა, არც კი ვიცი, მართალია თუ არა, რომ კარლომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ თქვა – ,,ლივერპული ძალიან კარგი იყო, ზუსტად იცოდნენ, ვის ეთამაშებოდნენ.” – ახლა ვუყურე ამ თამაშს, ვიცოდით, რისი გაკეთება გვინდოდა, ეს მატჩი უნდა მოგვეგო. ერთი მიზეზის […]
კლოპი: “თუ ხალხს ჩემი სჯერა, ამ რთულ პერიოდს ერთად გავივლით…”
პრემიერ ლიგის 22-ე ტურში მერსისაიდული დერბი შედგა, სადაც “ლივერპულმა” “ევერტონი” 2:0 დაამარცხა. ეს “ლივერპულისთვის” 2023 წელს პირველი პერმიერლიგური გამარჯვება იყო, ასევე სადებიუტო გოლი გაიტანა კოდი გაკპომაც. მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა ისაუბრა: “თუ ხალხს ჩემი სჯერა, მაშინ ჩვერ ამ რთულ პერიოდს ერთად გაგივლით. ჩვენ აუცილებლად გვექნება კარგი პერიოდიც და ეს შესაძლოა ამ გამარჯვებით დაიწყოს. […]
კლოპი: ,,ვენგერმა მისი მე-1000 მატჩი 0:6 წააგო, ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ”
,,ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ,,ჩელსისთან” შეხვედრა, რომელიც მის სამწვრთნელო კარიერაში მე-1000 იყო, ორიგინალურად შეაფასა: ,,არსენ ვენგერმა მისი მე-1000 მატჩი 0:6 წააგო, ასე რომ, მე შედეგით კმაყოფილი ვარ,” – თქვა კლოპმა ,,ჩელსისთან” 0:0-ის შემდეგ. არსენ ვენგერმა, მწვრთნელის ამპლუაში, კარიერის მე-1000 მატჩი 2014 წელს ,,ჩელსის” წინააღმდეგ ჩაატარა და მისი გუნდი ,,არისტოკრატებთან” 0:6 დამარცხდა. იურგენ კლოპის სამწვრთნელო […]
“იგივეა, რომ ესაუბრო მიკროტალღურ ღუმელს” – კლოპი არბიტრებს დაუპირისპირდა
პრემიერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში, “ბრენტფორდისა” და “ლივერპულის” დაპირისპირება შედგა. ლონდონში, “Brentford Community Stadium”-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. “ბრენტფორდისა” და “ლივერპულის” მატჩს სტიუარტ ატველი უძღვებოდა, რომელმაც დაპირისპირების დასრულების შემდეგ, მერსისაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელის კრიტიკა დაიმსახურა. კლოპის მტკიცებით, ატველმა პრინციპული შეცდომები დაუშვა, რომელსაც მისი გუნდის კარში გატანილი 2 გოლი მოჰყვა. “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი განსაკუთრებით […]
იურგენ კლოპმა დარვინი ლევანდოვსკის შეადარა
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დარვინ ნუნიესი რობერტ ლევანდოვსკის შეადარა და აღიარა, რომ მათ შორის მსგავსება არის. ურუგვაელ თავდამსხმელს მერსისაიდელთა რიგებში 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან 9-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, დარვინს კრიტიკის ქარცეცხლი დაადტყა მისი განიავებული მომენტების გამო, “სიტისა” და “ასტონ ვილას” წინააღმდეგ. კლოპს სჯერა, რომ ნუნიესი მალე ყველას […]
კლოპი: ,,ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც მუნდიალზე ითამაშეს, სეზონი წარმოუდგენლად გადატვირთული იქნება”
,,ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მის გუნდს გარკვეული სირთულეები ელოდება: ,,პრემიერლიგის ლიდერებთან ჩამორჩენა დიდია და იძულებულნი ვართ, მათ მივყვეთ. წინ ბევრი სამუშაო გველის და დასვენებაზე არ ვფიქრობთ. იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს, მთელი სეზონი წარმოუდგენლად გადატვირთული იქნება. ეს ყველაფერი მომავალი მატჩების დაგეგმვას ართულებს. ვნახოთ, როგორ გავუმკლავდებით ამას. მოქნილები […]
ასეთი დონის მატჩი VAR-ის გარეშე? – კლოპმა უკმაყოფილება ვერ დამალა
კარაბაოს თასის (ინგლისის ასოციაციის თასი) 1/8-ფინალურ ეტაპზე, “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულის” დაპირისპირება შედგა. “ეტიჰადზე” გამართული სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საკლუბო ფეხბურთს მონატრებულმა გულშემატკივრებმა, ორივე გუნდის შესრულებით გამორჩეული დაპირისპირება იხილეს. გასაკვირი არაა, რომ ინგლისური ფეხბურთის ფლაგმანების შესრულებით, უმაღლესი დონის მატჩი გაიმართებოდა, მაგრამ, კლოპს მატჩის შემდეგ, კითხვები […]