ხვალ, ტოკიოს ოლიმპიადაზე, ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში, 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მერვედფინალური, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. მერვედფინალიდან იასპარეზებს ევროპის მოქმედი ვიცეჩემპიონი, იაკობ ქაჯაია, რომელიც პირველ დაპირისპირებას მატი ელიას კუსმანენის (ფინეთი) წინააღმდეგ ჩაატარებს. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი მოჭიდავის მომავალი მეტოქე სერგეი სემიონოვსა (რუსეთი, 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი) და აბდელატიფ მოჰამედს (ეგვიპტე) შორის […]